წინასაარჩევნოდ გაზრდილი გაუთვალისწინებელი კულტურული ღონისძიებების ხარჯები

2012.07.25 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის მერიამ, ბიუჯეტში ცვლილებები უკვე მეორედ შეიტანა და გაუთვალისიწინებელი კულტურული ღონისძიებების დაფინანსება 133 ათას ლარამდე გაზარდა. ცვლილება საკრებულომ რიგგარეშე მოწვევის სხდომაზე დაამტკიცა, თუმცა თანხის დამატების საჭიროებებზე და მის კონკრეტულ მიზნობრიობაზე, განმარტებები არ გაკეთებულა.

ფოთის საკრებულოს სხდომა

ფოთის საკრებულოს სხდომა

მიმდინარე წლის ფოთის ბიუჯეტში კულტურული ღონისძიებებისთვის 258,5 ათასი ლარია გათვალისწინებული, აქედან 173 ათასი, წინასწარ დაგეგმილ ღონისძიებებს ხმარდება, როგორიცაა მაგ: ახალი წლისადმი, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, სხვადსხვა სახის ფესტივალები და ა.შ.

 

85,5 ათასი ლარით კი გაუთვალისიწინებელი კულტურული ღონისძიებები ფინანსდება. 13 ივლისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტენდერების გამოცხადების შედეგად მიღებული დანაზოგით, გაუთვალისწინებელი კულტურული ღონისძიებების დაფინანსება დაახლოებით, 20 ათასი ლარით გაზარდა, 24 ივლისს კი, კიდევ 15 ათასი ლარი დაამატა.

 

მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის, სულხან თოლორდავა განმარტავს, რომ მას თანხის გაზრდის უფლებამოსილება ჰქონდა და თანხაც დაამატა.

 

"თანხის გამოყოფის/ხარჯვის შესახებ საჭიროებას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანებით,"– ამბობს ის.

 

საკრებულოს თავმჯდომარის, ივანე საღინაძეს განცახდებით, საჭიროება არსებობდა. მისი თქმით, ფოთში რეგეტას ჩატარებაა დაგეგმილი. აღნიშნულ საკითხზე უფრო კონკრეტულად საუბარს საღინაძე თავს არიდებს.

 

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე  კომპეტენტური მისი მოადგილე "ქრისტიან დემოკარტების" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლაშა ბერაიაა.

 

საკრებულოს სხდომაზე ბერაიამ ბიუჯეტში შესულ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა. მისი თქმით, გაუთვალისწინებელი კულტურული ღონისძიებების დაფინანსების გაზრდა საარჩევნო მიზანს ემსახურება.

 

ბერაია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, თანხა წინასაარჩევნოდ სხვადსხვა მიმართულებით გადათამაშდეს ან მსგავსი სახის ღონისძიებები მმართველი გუნდის პროპაგანდას მოხმარდეს.

 

"წინასაარჩევნოდ, სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძებების ჩატარება ყოველთვის მატულობს, სადაც საკუთარი პარტიის პროპაგანდას ეწევიან,"– აცხადებს ბერაია.

 

6 თვის მონაცემებით, გაუთვალისწინებელი კულტურული ღონისძიებებისთვის 80 ათასი ლარი დაიხარჯა. რა სახის ღონისძიებეს მოხმარდა თანხა და კონკრეტულად რომელი დაუგეგმავი ღონისძიება ჩატარდა, კულტურის სამსახურის უფროსს ერთი კონკრეტული ღონისძიების დასახელებაც უჭირს.

 

"ასე ვერ გერ გეტყვით, მე შვებულებაში ვარ, მოგვმართეთ წერილობით და გიპასუხებთ,"– აღნიშნა კემულარიამ.

 

მმართველი გუნდის ეგიდითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინასებით ჩატარებულ კულტურულ–გასართობ  ღონისძიებებზე  tspress-თან "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიშა ფირცხალავაც საუბრობდა.

 

მერიის საფინანსო ეკონომიკური განვითარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით იგივე ოდენობის თანხა ჰქონდა კულტურული ღონისძიებებისთვის წინა წელსაც, თუმცა, სრულად აუთვისებლობის გამო, დაახოლებით, 25 ათასამდე ლარი შედგომ თვეებში, სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდა.

 

2010 წელს კი, ადგილორივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, კულტურული ღონისძიებები 138, 3 ათასი ლარით დაფინანსდა. არჩევენების შემდეგ, ბიუჯეტი დეფოლტის წინაშე აღმოჩნდა. მეორე კვარტალის შემდეგ ბიუჯეტში  დანაკლისმა 5 მლნ ლარი შეადგინა, თუმცა, წლის ბოლოს დანაკლისი ფინანსთა სამინისტროდან მიღებული დახმარებით შეივსო და ბიუჯეტი 1, 4% გადაჭარბებითაც კი შესრულდა. 

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ კონჯარიას განმარტებით, არჩევნების გამოცხადების დღიდან მის ჩატარებამდე ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა იკრძალება.  მისი თქმით, ბიუჯეტიდან ნებისმიერი თანხის, მით უფრო გაუთვალსიწინებელ ღონისძიებეისთვის თანხის გამოყოფას უნდა ახლდეს დასაბუთებული არგუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომში თანხების გადათამაშებით ადგილობრივი სახსრების არაეფექტური განკარგვა ხდება.

 

 

 

 

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ

 

 

 

 

ამავე თემაზე:


წინასაარჩევნოდ გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯები

 

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED