ფოთის ბიუჯეტის საჩუქარი შსს-ს

2012.02.16 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) ადგილობრივ განყოფილებებს, ჯიპის ტიპის ავტომობილებს შეუძენს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მანქანების შესაძენად 145 ათასი ლარი გამოიყო.

2011 წლის გამოშვება

2011 წლის გამოშვება

ჯიპის ტიპის ორი ავტობობილის შესაძენად, მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მანქანა უნდა იყოს 2011წლის მოდელი, აუცილებლად შავი ფერის და 7-ადგილიანი, რომლის ღირებულება 80 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

 

 

შესაძენი მეორე მანქანის გამოშვების წელი, 2009 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, ასევე შავი ფერის და 7-ადგილიანი. მის შესაძენად მერიას 65 ათასი ლარია აქვს გათვალისწინებული.

 

 

ავტომობილის გადაფორმება შემსყიდველის, ანუ მერიის სახელზე ტენდერში მონაწილემ საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს.

სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადა 3მარტია.

 

 

სხვა წლების მსგავსად, ადგილობრივი ხელისუფლება მერაბიშვილის უწყებას  ადგილობრივი ბიუჯეტიდან მანქანებს დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში ყიდულობდა. შემდგომ დეფიციტს, ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ფინანსური დახმარებით ივსებდა.

 

მიმდინარე წელს, როცა ფოთი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარით შემცირებულ გათანაბრებით ტრანსფერს(ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული თანხაა, რომლის გახარჯვა ადგილობრივ ხელისუფლებას სხვა ტრანსფერებისგან განსხვავებით ქალაქის საჭიროებისამებრ, საკუთარი შეხედულებით შეუძლია) მიიღებს, და როცა, გასულ წელი 1.8 მლნ ლარის დეფიციტითდაასრულა(რომ არა ფინანსთა სამინისტროს დახმარება ბიუჯეტს და ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებდა) ხელისუფლებამ ძალოვნებისთვის მანქანების ყიდვის გადაწყვეტიელება ამჯერად მაინც მიიღო.

 

 

ფოთის ხელისუფლების მიერ ძალოვან უწყებებისთვის ავტომანქანების შესყიდვის ფაქტი პირველი არაა.  2008 – 2011 წწ ფოთის მერიამ სამართალდამცავი ორგანოების ადგილობრივ განყოფილებებს სხვადასხვა ფირმის 13  ავტომანქანა შეუძინა, რაც ბიუჯეტს დაახლოებით,  500 ათასი ლარი დაუჯდა

 

 2008 წელს საპატრულო პოლიციისათვის 4 ავტომანქანის შეძენა ფოთის ხელისუფლებას 150 ათასი ლარი დაუჯდა.

 

ამავე წელს Volkswagen Jetta- ს მარკის ავტომობილი მერიამ 35ათას ლარად შეიძინა, რომელიც მერის ბრძანებით შსს სამინისტროს გადაეცა.

 

2009 წელს ფოთის მერიამ საპატრულო პოლიციისთვის იმავე წელს გამოშვებული ავტომობილი shkoda oqtavia  34, 650 ლარად შეიძინა

 

2010 წელს  კი საპატრულო პოლიციისთვის  shkoda oqtavia –ს ფირმის 2 ავტომობილის შეძენა ბიუჯეტს 69 ათასი ლარი დაუჯდა.

 

ამავე წელს შსს – ფოთის განყოფილებამ მერიისგან  საჩუქრად 84, 800 ლარად შეძენილი Toyota Prado - ს ფირმის ავტომანქან მიიღო.

 

ასევე, 2010წელს ძალოვან უწყებებს გადეცა  Chevrolet Cruze –ს  ფირმის სამი ავტომობილი, რისთვისაც ადგილობრვი ბიუჯეტიდან 86 ათას ლარზე მეტი გამოიყო,  იმავე წელს, Ford ranger – ის ფირმის 40 ათას ლარად შეძენლი ავტომანქანა კი, მერიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების სამსახურს გადასცა.

 

 

გასული წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს,  ძალოვან უწყებას ავტომანქანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტმაც შეუძინა.

 

კუდის– ს აფხაზეთის მთავარ სამმართველოს, ზუგდიდის ბიუჯეტიდან, „Toyota Land Cruiser“ –ის ავტომანქანის შესაძენად 135 ათასი ლარი გამოეყო.

 

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, დავით ნარმანიას განცახდებით, პოლიციის დაფინანსებას თვითმმართველობას კანონი არ ავალდებულებს და ის ცენტრალური ხელისუფლების დავალებით ხდება, რაც მისი თქმით, თვითმმართველობის და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.

 

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED