დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში გაცემული პრემიები

2011.12.11 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის საკრებულოსა და მერიის სამსახურებში დასაქმებულები გიორგობის დღესასწაულზე ხელფასის ერთი თვის ოდენობის პრემიას მიიღებენ.

საჯარო სამსახურში დასაქმებულები

საჯარო სამსახურში დასაქმებულები

მიმდინარე წლის, 9 თვის მონაცემებით, ბიუჯეტში 3მლნ. ლარის დანაკლისია. თანამშრომლების ფულადი წახალისება ადგილობრივ ბიუჯეტს ამჯერად 130 ათასი ლარი დაუჯდება.

მიმდინარე წელს პრემიებისა და ფულადი ჯილდოები საჯარო მოხელეებისთვის ჯამში 458 ათასი ლარი გაიცა.

 

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 105ათასი ლარი გამოიყო, აღდგომის დღესასწაულზე– 107ათასი ლარი, მარიამობაზე– 105ათასი ლარი. 

 

17 საჯარო მოხელეს– მერის მოადგილეს, თანაშემწეს, სამსახურების უფროსებსა და სატენდერო კომისიის წევრებს კი, პრემიის გარდა, ფულადი ჯილდოებიც გამოუყვეს, რაც ბიუჯეტს დამატებით 11 ათასი ლარი დაუჯდა.

 

პრემიების გაცემის შესახებ გამოცემული საკრებულოს თავმჯდომარის, ვანო საღინაძის ბრძანების თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრემიების გაცემის საფუძველს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს.

 

კანონის თანახმად, თანამშრომლების წახალისება სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშაოდ შესრულებისათვის უნდა მოხდეს. ასევე დამატებითი, ხანგრძლივი, კეთილსინდისიერი, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულების შემთხვევაში.

 

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ადგილობრივ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა თანამშრომელზე პრემიის დარიგებით გამოდის, რომ დამატებით რთული სამუშაო ყველა თანამშრომელმა თანაბრად სანიმუშოდ შეასრულა.

 

რა სახის სამუშაოს განხორციელების სანაცვლოდ მიიღეს ფულადი წახალისება თანხის გაცემის არც ერთ შემთხვევაში განმარტებული არ ყოფილა.

 


 

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED