რატომ ვერ გააგრძელა კალიგულას ცხენმა პოლიტიკური კარიერა

2016.09.15 ავტორი: აფრანიუსი

კალიგულამ ცხენი ინციტატუსი სენატორად დანიშნა. იმპერატორმა თავიდანვე იცოდა სენატორად რა პირუტყვსაც ნიშნავდა, მაგრამ უყვარდა, ენდობოდა და რა ექნა? თანაც სენატს დასცინა, არაფერი გეკითხებათ, ყველაფერს მე ვწყვეტ და თქვენი საქმე იმდენად უმნიშვნელოა, მას ინციტატუსიც წარმატებით თავს გაართმევსო. საბოლოოდ, კალიგულა დამცირებული სენატორების შეთქმულებას შეეწირა.

რა უნდა ექნათ სენატორი ცხენისთვის?

 

მას არაფერი დაუშავებია. თავის გადასარჩენად ახალ კეისარს საერთოდ არ ეურჩებოდა, ეს უფრო ინსტიქტის, ვიდრე ჭკუის გამო, ძველი პატრონისთვის კი სენატორობის პერიოდში არათუ ცუდი რჩევა არ მიუცია, სენატში „ოთხი წელი“ ხმა საერთოდაც არ ამოუღია.

 

თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მის ამ ხასიათს პოლიტიკოსისთვის შეუფერებლად მიიჩნევდნენ და სენატიდან მის დათხოვნას ემხრობოდნენ. ეს, ასე ადვილი არ იყო, სენატორ ცხენს, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენს, იმუნიტეტი იცავდა, ასე უბრალოდ სენატიდან მისი გაგდება, მათთვისაც ცუდ პრეცენდენტს შექმნიდა.

 

გამოსავალი მაინც გამოჩნდა, აიღეს მისი ქონებრივი და ფინანსური დეკლარაცია და გამოაცხადეს, ამ ცხენს სენატორისთვის კანონით გათვალისწინებული ქონება არ აქვს, მაშასადამე ფინანსური ცენზის თაობაზე კანონს არღვევს და დეპუტატის მანდატიც არ ეკუთვნისო.

 

მოკლედ, ინციტატუსს იმპიჩმენტი იმისთვის, მოუწყვეს, რომ სენატორობამდე და სენატორობის დროს, საკმარისი ფული არ, თუ ვერ იშოვნა.

 

ეს შნო რომ ჰქონოდა, შესაძლოა პოლიტიკური კარიერა გაეგრძელებინა.

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED