კახა კალაძის კორუფციული ინტერესების შესახებ

2016.08.17 ავტორი: ცოტნე გამსახურდია

რამდენიმე ფაქტი კახა კალაძის კორუფციული ინტერესების შესახებ:

მსოფლიოში კორუფციის ერთერთი ძირითადი საყრდენი გახლავთ ე.წ. "მბრუნავი კარის" პრინციპი, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის ერთი და იგივე, ერთმანეთთან დაკავშირებული პირების გადაადგილება ხდება. იქაც, აქაც, დღესაც, ხვალაც - ყველგან "ჩვენი ბიჭები/გოგოები" არიან, რომელთაც ესა თუ ის მაფიის ბოსი ენდობა და რომელთა მეშვეობით ხდება საკითხების "მოგვარება".

 

მაგალითად, გიორგი ყაველაშვილი - კახა კალაძის კუთვნილი კომპანიების "კალა კაპიტალის" და "არსენალ დეველოპმენტის" ფინანსური დირექტორი ჯერ კიდევ 2008 წელს, სააკაშვილის მთავრობაში გახდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.

 

გია ქავთარაძე - კალაძის ყოფილი ბიზნესპარტნიორი, რომელიც მან დანიშვნისთანავე წაიყვანა საკუთარ მოადგილედ, თუმცა საზოგადოების ზეწოლის შემდეგ ქავთარაძემ თანამდებობა დატოვა.

 

მარიამ ვალიშვილი, 2008 წლამდე კალაძის კუთვნილ კომპანიების - "საქჰიდრომშენის" გენერალური დირექტორი და "კალა ენერჯი ენდ ნეჩურალ რესორსიზ"-ის ენერგეტიკული მიმართულების ხელმძღვანელი. ასევე, ჯერ სააკააშვილის დროს, 2008 წლიდან ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, რომელმაც ასევე უცვლელად გადაინაცვლა კალაძის პირველ მოადგილედ 2012 წელს.


საინტერესოა, რომ ქალბატონი ვალიშვილი მინისტრის მოადგილეობის პერიოდშიც წარმატებით ითავსებდა კალაძის კუთვნილი კომპანია "Tot Energy"-ს დირექტორობას!

 

გია ბენაშვილი - "კალა კაპიტალის" უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, საშუალო განათლებით, რომელმაც კალაძის მინისტრობისას "თბილგაზის" სპეციალურ მმართველად გადაინაცვლა. ეტყობა, საქართველოში უკეთესი სპეციალისტი ვერ იპოვეს...

 

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში სუფევს ე.წ. ლეგალიზებული კორუფცია, როდესაც ფაქტობრივად კორუფციულ მოვლენებს კანონის არასრულყოფილების გამო არ ეძლევა შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია. კანონს ვინ და რატომ არ აუმჯობესებს - თავად დაფიქრდით.

 

მაგალითად, აქ სახელმწიფო მოხელეებს არ აქვთ ბენეფიციარული შემოსავლების დეკლარირების ვალდებულება. კალაძის შემთხვევაში, შეგიძლიათ იხილოთ მისი ქონებრივი დეკლარაცია, იგი მრავალი კომპანიის ბენეფიციარი გახლავთ, მაგრამ არსაიდან არავითარი შემოსავალი არა აქვს დაფიქსირებული! რამდენად მონაწილეობს კახა კალაძე ამ კომპანიების მართვაში და აქვს თუ არა იქედან შემოსავალი - ამაზე ფიქრიც თქვენთვის მომინდია...

 

კარგს იზამთ, თუ გააზიარებთ და მეტი ხალხი გაიგებს ამ ყველაფერს...

 

პ.ს. ბატონი კახას დაქირავებული გოშიები პირს ნუ აიქაფებთ, ყველა ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები ღია და ხელმისაწვდომია!

 

ამავე თემაზე:

 

კალაძემ საკუთარი ბიზნესწილი შარანგიების კომპანიას მიყიდა

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED