ჩემი „რუხნამა“ არ წაგიკითხავთ?

2016.06.03 ავტორი: ელისო ჯანაშიას ბლოგი

გუშინდელ ინტერვიუზე ზოგი ჟურნალისტს კრულავს, ზოგი ბიძინას, ზოგიც ორივეს. ინტერვიუს ზოგი "დებატს" უწოდებს, ზოგი - "არაფერს". ხშირად წააწყდებით ფრაზას: დედა, რა იყო ეს?! მაგრამ, ნუ რაც იყო - ვნახეთ... ყოველ შემთხვევაში, ეს არ იყო კონფორმისტულ-მონური ჟურნალისტიკა, რომელიც მედიასივრცეში უხვად გვაქვს და რომელსაც მაყურებელი არ ყავს და არც სკანდალურ-ეპატაჟური ჟანრი იყო, რომელსაც მაყურებელი ბლომად ყავს, მაგრამ ის მაინც არასოდეს იქცევა ჟურნალისტიკად.


ინტერვიუს დასაწყისში

ოღონდ ერთია - პოლიტიკოსებმაც უნდა ისწავლონ პასუხის გაცემა, თანაც მათთვის ყველაზე მიუღებელ კითხვებზე, რაც, ჯერჯერობით, მიუღწევადია, როგორც ვხედავთ, მაგრამ ამდენწამებაგამოვლილმა მაყურებელმა, ამდენი წლის მერე, თუკი ასეთი ჟურნალისტიკა მიიღო, იმედია, პოლიტიკოსებსაც მიიღებს ოდესმე, მაგრამ ახლა სხვა რამის თქმა მინდა.

 

ვისაც ერთხელ მაინც დაუსვამს არასასურველი კითხვა ივანიშვილისთვის, მიხვდებოდა რამხელა პრესს გაუძლო სალომე ასათიანმა იმ ერთი საათის მანძილზე და მხოლოდ ამის გამო არ გაკიცხავს, რომ ციტატის მოსაძებნად დრო დასჭირდა.

 

არ ვიცი, ვინმემ ასწავლა თუ ბუნებრივად აქვს ეს უნარი - ივანიშვილის ტაქტიკა, იმ წუთას მოითხოვოს დოკუმენტური მტკიცებულება და პასუხისგამცემის რეჟიმში ჩაგაყენოს, არც თუ ისე მარტივი დასაძლევი ამოცანაა.

 

პირველი მსგავსი დარტყმა მივიღე მისგან, როცა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე დავუსვი კითხვა ბესელიას მიერ ფოთის არაფორმალურად მართვის შესახებ. მტკიცებულებები ბევრი მქონდა, მაგრამ ძნელია ერთი კითხვის დასმისას ამომწურავად იაუბრო ამაზე, მით უფრო მაშინ, როცა შენს წინ გაწიწმატებული მოპასუხე შეტევაზე გადმოდის, რადგან შენს კითხვას პერსონალურ თავდასხმად აღიქვამს. მას შემდეგ, რაც ვუთხარი, რასაც თავად შევესწარი, როცა ეკა ბესელიამ პარტიის ადგილობრივ წარმომადგენელს სატელეფონო საუბრისას, ჩემივე თანდასწრებით უთხრა: "ხომ იცით, იმ კაცმა ფოთი მე ჩამაბარა და უჩემოდ გადაწყვეტილებებს ნუ იღებთო", უფრო შემომიტია.

 

არ ვიცი რაზე უფრო გამწარდა: ბესელიამ რომ მისი ფრაზა „გაუბაზრა“ თუ მისი სახელით უსაფუძვლო სპეკულირებაზე მისი ხელქვეითის მხრიდან, მაგრამ ის უფრო გაცხარდა და დამატებით, ჩემს წინაშე ნათქვამის მტკიცებულებაც მოითხოვა იმ პირობით, რომ თუ მე ამას დავამტკიცებდი, ის ბესელიას პარტიას დაატოვებინებდა.  „თუ თქვენ გაქვთ ფაქტი, რომ ბესელია აცხადებს, თითქოს ივანიშვილმა ფოთი მას ჩააბარა, გარწმუნებთ, რომ ის გუნდიდად გაირიცხება ამ ფრაზისთვის. როგორ შეიძლება ეს? ამაზრზენია“, – განაცხადა იმჟამინდელმა პრემიერ – მინისტრმა.

არასასურველი კითხვის დასმისას

 

პირველწყარომაც დაადასტურა ფაქტი, რის შემდეგაც ბესელიამ მას ამის გადათქმა მოთხოვა და სერიოზული ზეწოლა განახორციელა, თუმცა, ამ უკანასკნელს, საბედნიეროდ, არ გადაუთქვამს.

 

სისტემატურად (მანამდეც და მერეც) ვაქვეყნებდი სტატიებსა და ჟურნალისტურ გამოძიებებ, სადაც მკაფიოდ ჩანდა ფოთის მაჟორიტარის უხეში დარღვევები, თუმცა, ბესელია არათუ პარტიაში, პოლიტსაბჭოში მეორედაც დაიტოვა ივანიშვილმა.

 

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ბლეფია ეგ ე.წ. მტკიცებულებების  მოთხოვნაც, ყველაფერი შესანიშნაცად იცის და ყველაფრის დეტალურად საქმის კურსშია ჩვენი ქვეყნის მმართველი, მაგრამ საუბრობს მას როგორც სურს იმ კონკრეტულ მომენტში და ცხარდება იმაზე, თუ მიუხვდი და გამოააშკარავე. ისე, როგორც ყველა ავტორიტარი მმართველი.

 

„არაფორმალურს“ იმიტომაც აღარ ვამბობ, რომ გუშინ, თავადვე საბოლოოდ დაამტკიცა, რომ არაფორმალურიცაა და ფორმალურიც - პრემიერსაც უშვებს და მეორეს ნიშნავს, ეკონომიკის მინისტრს ხვდება და ეკონომიკას აშენებს ისე, რომ არ ვიცით, მინისტრები ურეკავენ და აზრს ეკითხებიან, მოსამართლეებსაც ხვდება და დეპუტატებსაც. "ჯიდიესზე" ერთ-ერთი გამოსვლისას განაცხადა, რომ საპარლამენტო სიის შედგენაში მონაწილეობას მიიღებს, 22-გვერდიან წერილს აქვეყნებს, რომლის წაკითხვას ლამის სავალდებულოს ხდის თურქმენბაშის „რუხნამასავით“ და მერე კიდევ ჩვენს დაფინანსებულ არხზე განმარტებებისათვის 1 საათს ითხოვს, თანაც ისე, რომ არ გააწყვეტინონ, თანაც მიშას ავტორიტარულ მმართველობას აკრიტიკებს.

 

არ გამიკვირდება ბიძინას მიერ დანიშნულ/დაცულმა დეპუტატებმა ბელადის მიერ პერიოდულად გამოქვეყნებული „რუხნამების“ შინაარსის ცოდნის სავალდებულობის შესახებ კანონი მიიღონ, როგორც ჭეშმარიტებისა, რომლის მიღმა ყველაფერი სიყალბეა და არც არაფერი არსებობს სხვა, თუმცა, მსგავსი არაკონფორმისტულ-არამონური ჟურნალისტიკის თუნდაც მცირე დოზით არსებობა მამშვიდებს, რომ ეს არ მოგვიწევს.

 

 

ამავე თემაზე:

 

ფრიდონ კვარაცხელია – ბესელიამ თქვა, ფოთში "ქართული ოცნება" მე ვარ!

 

ეკა ბესელია TSpress.ge-ს წინააღმდეგ მორიგ სიცრუეს ავრცელებს [Audio]


ფოთის მაჟორიტარის "ქველმოქმედებები" ამომრჩევლის მოსასყიდად

 

ესელიას სამაგიერო - დაუმორჩილებლობისთვი 

 

ბესელიას დემოკრატია 

 

ბესელია - ფოთის პოლიციის უფროსს რეკომენდაცია მე გავუწიე, ის ჩემი ნათესავია [Video] 

 

"ქართული ოცნების" დალოცვილი კონფერენცია 

 

ეკა ბესელია - ფოთის პოლიციის ყოფილი უფროსის საკითხი უნდა მოგვარდეს 

 

  

დაპირისპირება "პოლიტიკური კურთხევის" გამო [Video, Audio]


 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED