ბესელიას ევროინტეგრაცია

2014.07.04 ავტორი: ელისო ჯანაშიას ბლოგი

სასამართლომ TSpress-ის საჩივარი მაჟორიტარ ეკა ბესელიას წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.

 

სანამ ხელისუფლება თავს იწონებს ასოცირების ხელშეკრულებით, მეორე მხრივ, მისი აღსრულებისგან საკმაოდ შორს გვამყოფებს, რადგან საჯარო ინფორმაციას და სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს და ამას აკეთებს ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი უფლებადამცველი - ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი ბიურო.

 

ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ფოთის სასამართლომ დღეს მაჟრიტარის ბიუროს "გაუპრავა" უნამუსობა, რითაც დაამტკიცა, რომ ის ან პოლიტიკურად ანგაჟირებულია, ან არაკომპეტენტური.

 

მოკლედ, ყველაფერი დაიწყო, მიმდინარე წლის იანვარში, ბესელიას ფოთის ბიუროში შეტანილი ამ შინაარსის წერილით:

 

გამოცემის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა პირად, სახელმწიფოებრივ ან კომერციულ საიდუმლოებას. ყველა წესის დაცვით შეტანილ წერილს, ასევე ყველა წესის დაცვით ველოდეთ მაგიური "10 დღიან ვადა" და მეტიც და როცა პასუხზე მივედით ბიუროში, არც მეტი, არც ნაკლები, გვიპასუხეს, რომ პასუხს ვერ მივიღებთ, რადგან ზემდგომისგან ასეთი მითითებაა.

 

ამის შემდეგ, საიას მედიის სამართლებრივი დახმარების ცენტრმა მოგვიმზადა სარჩელი და ჩვენც გულარხეინად მივმართეთ სასამართლოს, ბიუროსთვის ქმედების განხორციელების დავალებისა და კუთვნილი საჯარო ინფორმაციის მიღების იმედით.

 

სავარაუდო კონტრარგუმენტისა და შედეგის გამოცნობა, ფანტაზიის ღრმად დაძაბვის შემთხვევაშიც, შეუძლებელი იყო.

 

პირველ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც თავად დავესწარი, მოწინააღმდეგე მხარეს 3 ძირითადი "არგუმენტი" ჰქონდა:

 

1. მაჟორიტარის ბიურო ანგარიშს ყოველწლირად აბარებს პარლამენტს და შესაბამისად, არაა ვალდებული ჩვენ ჩაგვაბაროს;

 

2. მოთხოვნილ წერილში წერია "დოკუმენტაცია" და ჩვენ კი ვითხოვთ ინფორმაციას, რაც ბესელიას ბიუროს ადვოკატის მტკიცებით, სხვადასხვაა. სხვათა შორის, მანამდე იგივე კითხვა დასვა მოსამართლემ, მათი აზრების თანხვედრამ გამაოცა იმდენად, რამდენადაც ბიუროს შესაგებელი სარჩელი არ ჰქონდა შეტანილი და მოსამართლეს მათი არგუმენტი წესით ვერ ეცოდინებოდა. 

 

3. არც მეტი არც ნაკლები, წერილი საერთოდ არ შეგვიტანია და ვცრუობთ (!)

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძემ, ჩვენს მიერ წარდგენილი სტატიის ბეჭდური ვერსია, სადაც ბიუროს წარმომადგენელი ნანა ვეკუა, უარს ღიად გვეუბნება ინფორმაციის მიღებაზე, მტკიცებულებად არ განიხილა. ჩემს დილეტანტურ განცხადებაზე, რომ სტატიების საფუძველზე საქმეები იღძვრება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რატომ არ შეიძლებოდა ის მტკიცებულებად იქნას მიჩნეული, მოსამართლემ უხეშად განაცხადა, რომ ეს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე ვრცელდება და მან უკეთ იცის, როდის რა მიიღოს მტკიცებულებად. მოსამართლემ არც გამოცემის მიმართ ბესელიას მიერ გამოცხადებული ღია ბოიკოტი მიიღო მხედველობაში, რის შესახებაც სხდომაზე მივაწოდე ინფორმაცია.

 

მოსამართლის აღნიშნული დამოკიდებულება, ჩემთვის უკვე იყო პასუხი, მაგრამ მაინც ვიტოვებდი ოდნავ იმედს, რომ ევროპასთან ჩვენი დაახლოების მწველი სურვილი მაინც იქონიებდა პოზიტიური გავლენას მის დემოკრატიულ გადაწყვეტილებაზე, და მინიმუმ ევროპული გამოცდილება მაინც იქნებოდა გათვალისწინებული, რომ იქ არავინ უმალავს ჟურნალისტს საჯარო ინფორმაციას და თუ დაუმალავს, ამაში მოკავშირედ, მაინცა და მაინც სასამართლო ვერ გამოადგება.

 

ნანა ვეკუა

როგორც ჩანს, მოსამართლემ პროცესის გაგრძელება გადაწყვიტა და შემდეგ სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაიბარა TSpress-ის წარმომადგენელი სოფო ჯალაღანია, რომელმაც წერილი ჩააბარა ბიუროს კანცელარიას და ბიუროს თანამშრომელი ნანა ვეკუა, რომელმაც წერილი ჩაიბარა(ან რომელსაც, წესით, წერილის შესახებ მაინც უნდა სცოდნოდა, რადგან პასუხზე სწორედ მან განუცხადა უარი გამოცემას).

 

შემდეგ სხდომაზე, რომელსაც ჩემი წარმომადგენელი დაესწრო, დაიკითხნენ მოწმეები. როგორც მითხრეს, სხდომაზე იგივე განმეორდა, ოღონდ უფრო უტიფარი ფორმებით. ბიუროს წარმომადგენელმა, ნანა ვეკუამ უკვე სასამართლოსთან უარყო წერილის არსებობა და ჟურნალისტი მას ამაოდ უმტკიცებდა საპირისპიროს.

 

ვეკუამ პასუხისთვის მისულ თანამშრომელთან შემდგარი დიალოგიც მისივე თვალწინ უარყო, მან ასევე უტიფრად უარყო ჩემთან შემდგარი სატელეფონო საუბარიც, რომელიც, რა დროსაც მან განაცხადა, რომ უფროსებისგან (ანუ ბესელიასგან-ავტ) აკრძალული აქვს TSpress-სთვის რაიმე სახის ინფორმაცია მიწოდება.

 

ჟურნალისტის გამოუცდელობამ და, ალბათ, ჩემს მიერ მიუთითებლობამაც, რომ წერილის მეორე პირზე ჩამბარებლისგან დასტური მიეღო წარწერა "ჩავიბარე"-ს სახით, გახდა ბიუროს მსგავსი საქციელის საბაბი.

 

ბესელიას და მის "გამპრავებლებს" ეს ალბათ გამარჯვებად მიაჩნიათ. მისი მითითებით, ბიზნესმენების მიერ დაფინანსებული გამოცემისგან - http://nikoladzisgzit.ge/  ველოდები სტატიას სათაურით: TSpress-ს ეკა ბესელიამ სასამართლო დავა მოუგო ან რაღაც ამგვარმაამებლურს.

 

როგორც ჩანს, მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილის მიერ მოპოვებული სიტყვის თავისუფლების დაცვა, კვლავ მხოლოდ სახელმწიფობრივად მოაზროვნე ადამიანების პრეროგატივაა, რომელთა რაოდენობა ხელისუფლების ცვლასთან ერთად, რატომღაც არ იზრდება.

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

 

და ბოლოს, მგონი, რაღაცნაირი სიმბოლური იყო, რომ სასამართლო სხდომა 27 ივნისს გაიმართა. იმ დღეს, სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ეკა ბესელია კი ამას აცხადებდა: ძირძველი ევროპა მარადიული ფასეულობების წიაღში ახალ სარტყელს ირგებს და ამ სიძველეს ახალი სხივი უბრუნდება… დღეს ემოციური იქნება დღე 



ამავე თემაზე:

 

 

 

ეკა ბესელიას ბოიკოტი და საჯარო ინფორმაციაზე ოფიციალური უარი TSpress-ს


ეკა ბესელიასა და ტ/კ "მეცხრე ტალღის" ბოიკოტი TSpress-ის მიმართ გრძელდება

 

 

 

ბესელიას მხარდაჭერილი ფონდის მიერ დაფინანსებული გაზეთი და დაბლოკილი ინფორმაცია 

 

 

 

მაჟორიტარის გაუმჭვირვალე ფონდიდან ფოთში სანაპირო ზოლი უნდა კეთილმოეწყოს [Video] 

 

 

 

ფოთის მერისა და მაჟორიტარის უარი კომენტარზე TSpress-ს [Video,Audio] 

 

 

 

მარგველაშვილის ფოთის შტაბი TSpress-ს აქტივობების გაშუქებაში ხელს უშლის [VIdeo] 

 

 

 

TSpress-ი მაჟორიტარის დაუსაბუთებელ ბრალდებებს პასუხობს

 

 

 

ჟურნალისტის მიერ ეთერში დაბლოკილი TSpress-ი და დამალული ვიდეომასალა [Audio]

 

 

 

იყენებს თუ არა ეკა ბესელია გაუმჭვირვალე საქველმოქმედო ფონდს პოლიტიკური მიზნებისათვის? [Photo,Video]


ფოთის მაჟორიტარის "ქველმოქმედებები" ამომრჩევლის მოსასყიდად



 

 

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED