ფოთის მერის "გადადგომის" რეალური მიზეზები

2014.01.21 ავტორი: ელისო ჯანაშია

ფოთის მაჟორიტარმა მერს დაპირებული მუქარა აუსრულა და არჩევნების შემდეგ მას მართლაც "მიხედა." დაახლოებით 8-თვიანი დაპირისპირება, ფოთის მერის გადაყენებით დასრულდა, რომელსაც ოფიციალურად "დაწინაურება" ეწოდა. თუმცა, არავინ იცის ზუსტად სარსანიას მომავალი პოსტი. ჯერჯერობით, ის გუბერნატორის მოადგილედ მხოლოდ "მოიაზრება" . რა მოხდა რეალურად, რა ხდებოდა სარსანიასა და ბესელიას დაპირისპირების დაწყებამდე და მას შემდეგ?

 

 

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ფოთში მთელი რიგი საკადრო ცვლილებები მოხდა - ფოთს პოლიციის უფროსად მაჟორიტარის ნათესავი, პროკურორად - მისი შტაბის წევრი და ნდობით აღჭურვილი პირი დაინიშნა.

 

ბესელიამ აქტიურად დაუჭირა მხარი მერის პოსტზე მისი ფავორიტი კანდიდატის დავით სარსანიას დანიშვნასაც.

 

"ხალხმა მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას" და ამიტომ  სამართლიანი იქნება, თუ ოცნების კანდიდატი იქნება წარდგენილი,"- ღიად აცხადებდა არჩევნებში ახლადგამარჯვებული ბესელია საკრებულოს წევრებთან შეხვედრებსა და მერიის წინ ახალი მერის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე

 

საკრებულოს წევრებთან მისი რამდენიმე დახურული შეხვედრა, საკრებულოს "ნაციონალი" თავმჯდომარე ივანე საღინაძის გადადგომით დასრულდა. რამდენიმე "ნაციონალმა"(ძირითადად, ბიზნესმენებმა) დეპუტატმა კი საკრებულოს ფრაქცია დატოვა, რითაც ახალ ხელისუფლებას მორჩილების უსიტყვო მზადყოფნა გამოუცხადა.

 

სწორედ ამ საკრებულომ და მის მიერ დაკომპლექტებულმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ, ზუსტად ერთი წლის წინ, სწორედ არჩევნებში ბესელიას მარჯვენა ხელი დავით სარსანია გაამერა, რომელმაც"ნაციონალი" დავით ხომერიკი შეცვალა. მას მანამდე მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობისა და წინასაარჩევნოდ, "ბესელიას ერთგულების" გამოცდილება ჰქონდა. 

ეკა ბესელია და დავით სარსანია

 

სულ რაღაც 4-5 თვეში მაჟორიტარსა და მერს შორის ჯერ ფარული, ხოლო შემდგომ ღია დაპირისპირება დაიწყო. მაჟორიტარის მხარდამჭერებმა მერს გადადგომაც კი მოთხოვეს. უარის შემდეგ, გადაყენების ალტერნატიულ გზად მისი იმპიჩმენტი რჩებოდა, რაზეც საკრებულოს წევრებთან შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

 

დაპირისპირება ყოველდღიურად მწვავდებოდა. ფოთში ჩამოსული მაჟორიტარი სხვადასხვა ღონისძიებებზე მერის გარეშე ჩნდებოდა, თანამდებობაზე ბესელიას გავლენითა და წყალობით მოსულ სარსანიას მიერ მაჟორიტარისგან მკვეთრად გამიჯვნაც აშკარა ოყო.

 

დაპირისპირების რეალური მიზეზის შესახებ, საჯაროდ არც ერთს არ უსაუბრია. ოფიციალურად, მერი მას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებდა.

 

მისი განცხადებით, მას შემდეგ დაუპირისპირდა ბესელიას, რაც მაგიდაზე მუშტების ბრახუნით კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, მისი თანაშემწისთვის ავტომანქანის გამოყოფა მოთხოვა.

 

უთანხმოების შემდეგ სარსანიამ ბესელიას კადრი, ფინანსური დარღვევის მოტივით, სამსახურიდან გაათავისუფლა, მაჟორიტარის ბიუროს ფოთის მერიის ბალანსზე არსებული ავტომანქანისა და მერიის შენობაში განთავსებული ოფისის დაბრუნება მოთხოვა, რაც ბიუროს დროებით სარგებლობაში ჰქონდა.

 

მაჟორიტარი კი საჯარო განცხადებებში არ მალავდა, რომ სარსანიას გამერებით არჩევანში შეცდა, მიზეზად, მის არაკომპეტენტურობასა და უმოქმედობას ასახელებდა და ყველა ტრიბუნას მერის სამხელად იყენებდა.

 

მისი იმედების გამცრუებელი მერის დისკრედიტაციისთვის, ბესელიას კარგად "ეხმარებოდა" მის მიერ "მხარდაჭერილი" გამოცემა "ნიკოლაძის გზით"-საც, რომელიც, ბესელიას მსგავსად, მუდმივად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა, მერს "ნაციონალებთან" შეკვრაში ადანაშაულებდა და თვითმმართველობის საქმიანობას უკიდურესად ტენდენციურად აშუქებდა. 

 

ბესელია მერის ღია მუქარასაც არ მორიდებია და  ის არჩევნების შემდეგ სარსანიას "პასუხის მოთხოვნას" დაპირდა.

 

"აი, ამის პასუხს მოგთხოვ! თუ გგონია, ვერ ვხვდები, რასაც აკეთებ! ახლა არ არის ამის დრო, დამთავრდება ეს არჩევნები!.."- ამ სიტყვებითა და თითის ქნევით მიმართა ფოთის მაჟორიტარმა ქალაქის მერს საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. 

 

ბოლოს, მაჟორიტარმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ფინანსთა მინისტრს საჯაროდ აცნობა, რომ ფოთის მერმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მოპოვებული ტრანსფერის (მაჟოროტარი ყველა გამოსვლაში ხაზს უსვამს, რომ ფოთისათვის გამოყოფილი ტრანსფერი მისი მოპოვებულია) ათვისება და ფოთის ბიუჯეტით დაინტრესებისაკენ მოუწოდა.

ბესელია ფოთის მერს ემუქრება

 

"მერიამ ფოთისთვის გამოყოფილი მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ტრასფერის თანხა 12 მილიონამდე ლარი არ აითვისა და აქ აშკარად იკვეთება სამოხელეო დანაშაული, რაც უთუოდ შესასწავლია და რამდენადაც ვიცი, შესაბამისი სტრუქტურები უკვე მუშაობენ, რომ შესწავლილი იქნას ყველა ჩატარებული ტენდერი. არაფერი არ დარჩება რეაგირების გარეშე"- ამგვარადაც ემუქრებოდა ბესელია ფოთის მერს დაახლოებით 1 თვის წინ. 

 

სამართალდამცავებით დაემუქრა გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, მაჟორიტარის ბიუროს ამჟამიდენლი უფროსი ზურა ჩაჩუა ფოთის მერს და მას "ვერშემდგარი მერი" უწოდა:

 

"სარსანია, როგორც მერი ვერ შედგა. ეს აისახება მის საქმიანობაზე, საკადრო პოლიტიკაზე, ჩავარდნილ ტენდერებზე და აუთვისებელ ტრანსფერზე. ამაზე სამართალდამცავები მუშაობენ და ამაზე თავის სიტყვას იტყვიან"- განაცხადა მან ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრისას. 

 

ფოთის მერის საქმიანობა ბესელიას კადრებით დაკომპლექტებულმა პოლიცია-პროკურატურამ მართლაც შეისწავლა. როგორც თავად სარსანია აცხადებს, რაიმე მნიშვნლოვანი დარღვევა სამართალდამცავებს არ აღმოუჩენიათ.

ეკა ბესელია და ირაკლი კაკულია

 

თუმცა, საწინააღმდეგოზე მეტყველებს თავად გადადგომისა და ის ფაქტი, რომ განცხადების დაწერამდე რამდენიმე დღით ადრე, მან საკუთარი "გადადგომისა" და სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ ხმები მხოლოდ მაჟორიტარის ბიუროდან ჭორის სახით იცოდა.

 

მერი არ უარყოფს, რომ მისი გადადგომა ფოთის მაჟორიტართან დაპირისპირებას უკავშირდება, მაგრამ კონკრეტულ ზეწოლაზე არ საუბრობს.

 

მას მხოლოდ მის შემცვლელად, მაჟორიტარის ამჟამინდელი ფავორიტის, "ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი კაკულიას გამერების შესახებ, მისი მოსალოდნელი გადადგომის მსგავსად, ჭორის დონეზე სმენია. 

 

 

 

ამავე თემაზე:

 

ფოთის მერი გადადგომას მაჟორიტართან დაპირისპირებას უკავშირებს

 

რა მოთხოვნებს უყენებს ეკა ბესელია ფოთის საკრებულოს? [Video]

 

ეკა ბესელია – სამართლიანი იქნება თუ ფოთის საკრებულო მერად "ქართული ოცნების" კანდიდატს დანიშნავს [Video]

 

იგივენი და ფოთის მერი...

 

ფოთის მერი - ბესელიას მაჟორიტარობა უნიკალური შემთხვევაა და ამ პრიორიტეტს გამოვიყენებ [Video]

 

დავით სარსანიას მხარდამჭერების ულტიმატუმი საკრებულოს [Video]

 

დაკარგული და მაჟორიტარის კადრებისთვის დარიგებული ძვირადღირებული ავტომანქანები [Video]

 

დაპირისპირება ბესელიასა და მის ფავორიტ მერს შორის

 

TSpress-ის გამოკითხვის შედეგები ფოთის მერად დავით სარსანიას დანიშვნის შესახებ


კუდ-ის მიერ ფოთის მერიისთვის დაბრუნებული მანქანით ბესელიას ბიუროს უფროსი სარგებლობს


ფოთის მერმა მაჟორიტარის ბიუროს მერიაში განთავსებული ფართის დატოვება მოთხოვა


საქმის გარჩევა "ტოიოტა პრადოს" გამო ბესელიას ბიუროსა და ფოთის თვითმმართველობას შორი


ფოთის მაჟორიტარის უკანონო მოთხოვნა საკრებულოს

 

ფოთის მერის მეგობარი და მაჟორიტარის მხარდამჭერის შვილი თანამდებობებზე უკონკურსოდ დაინიშნენ

ბლოგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED