იურიდიული დახმარების უფასო პროგრამა შშმ პირებისა და პალიატიური პაციენტებისათვის

2018.05.22 ავტორი: TS

22 მაისს, სასტუმრო "რუმსში", საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და ღია საზოგადოების ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ფსიქიკური აშლილობის, ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროგრამის დაწყებას გულისხმობს.

უფასო იურიდიულ დახმარებაში მოიაზრება, როგორც იურიდიული კონსულტაციების გაწევა, ასევე დაზარალებულის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა სასამართლოში სამედიცინო მომსახურების პროცესში წამოჭრილ საკითხებთან, დისკრიმინაციასთან და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

პაციენტებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მაღალკვალიფიციური ათი ადვოკატი მოემსახურება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.

 

პროგრამაში ჩართულნი იქნებიან ადვოკატების აჭარიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან და კახეთიდან. ისინი დამატებით გაივლიან ტრენინგს შეზღუდულ შესაძლებლობებთან, პალიატიურ მზრუნველობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

1 ივლისს, პაციენტთა მომსახურების ცხელი ხაზი ამუშავდება. ამავე პერიოდიდან გახდება მომსახურების მიღება შესაძლებელი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მომსახურების კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

 

ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებმა (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლა) და ფონდ "ღია საზოგადოების" მხარდაჭერით, პაციენტის უფლებებზე მომუშავე ცხელ ხაზზე შემოსულმა ზარებმა და მომართვიანობამ ნათლად წარმოაჩინა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები სამედიცინო სფეროში.

 

კერძოდ: პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის პროექტის განხორციელებისას მიღებული მონაცემების ანალიზით, მოქალაქეთა პრობლების და მომართვების 93% ეხებოდა სამედიცინო სერვისების მიღების დაფინანსებას და პრობლემებს სერვისების მიღების დროს, სამედიცინო პერსონალის მხრიდან კონფიდენციალობის დარღვევის, ინფორმირებული თანხმობის არარსებობის და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხელმიუწვდომლობის შემთხვევებს.

 

2000 წლიდან დღემდე, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიღებულ იქნა 17 კანონი და ათასამდე ნორმატიული აქტი, რომლის მიზანია ერთი მხრივ სფეროს მოწესრიგება და მეორე მხრივ პაციენტის უფლებების დაცვა, თუმცა მიუხედავად ასეთი კანონების არსებობისა, ქვეყანაში არ არის განვითარებული სამოქალაქო თუ სოციალური ადვოკატირება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის - პალიატიური მზრუნველობის საჭიროების პაციენტებისთვის და შეზღუდული (ფიზიკური და მენტალური) შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 

პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის ერთერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხელმისაწვდომობა და ზოგადად მომსახურების მიღება.

 

2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ოპიოიდების დანიშვნასა და გამოწერაზე უფლებამოსილ ექიმთა მხოლოდ 33-38% იცნობს ოპიოიდების მარეგულირებელ კანონმდებლობას, პრაქტიკაში კი მხოლოდ 18-23% იყენებს.

 

აღნიშნული მნიშვნელოვნად არღვევს პაციენტის უფლებას იცხოვროს ტკივილის გარეშე.

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას, ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვის სერვისებზე და ხშირ შემთხევვაში ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის სერვისებით.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED