რა ქონებას ფლობს მიტროპოლიტი შიო მუჯირი

2017.11.26 ავტორი: TS

მიტროპოლიტი შიო მუჯირი სენაკში ფლობს თითქმის 600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწას, რომელიც მან 2015 წელს 400 დოლარად შეიძინა და ასევე განკარგავს 17 კვ.მ იჯარით აღებულ ფართს. ამის შესახებ ინფორმაციას sapatriarqoskapitali.documenti.ge აქვეყნებს. 

გამოცემის ინფორმაციით, მიტროპოლიტი ფლობდა 402 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას სენაკში, სოფელ თეკლათში, რომელიც 2008 წელს საპატრიარქოს შესწირა.

 

მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განვითარების ფონდსა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიას

 

სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ერისკაცობაში – ელიზბარ მუჯირი დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს, თბილისში.

 

1993 წელს აღიკვეცა ბერად. 1996 წელს ეკურთხა მღვდლად. 2003 წლიდან ეპისკოპოსია. 2009 წელს ებოძა მთავარეპისკოპოსობა. 2010 წლიდან მიტროპოლიტია.

 

რამდენიმე დღის წინ, ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე დაასახელა. ქაშუეთის ეკლესიაში გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ ილია მეორემ ბრძანება წაიკითხა.

 

„მინდა, წაგიკითხოთ ბრძანება, რომელიც დღეს დაიწერა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“, – აღნიშნა ილია მეორემ.

 

წყარო: 

საპატრიარქოს კაპიტალი 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED