TSpress-მა პლაგიატისთვის რუსთავი 2-ს ქარტიაში დავა მოუგო

2017.11.24 ავტორი: TS

"დავით კაკულიამ და ნოდარ მელაძემ დაარღვიეს ქარტიის მე-11 პრინციპი პლაგიატის ნაწილში", - წერია ჟურნალისტური ეთკის ქარტიის გადაწყვეტილებაში. საქმე ეხება TSpress-ის მასალების მითვისებას, რაზეც გამოცემის რედაქტორმა ეთიკის ქარტიას საჩივრით მიმართა.

“რუსთავი 2-ის” ეთერში, 6 ოქტომბერს, გადაცემა „კურიერში” გასულ სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა ფოთის მერობის კანდიდატ გოჩა კურდღელიას შეხვედრებს ამომრჩევლებთან, გამოყენებული იყო ინტერნეტგამოცემა TSpress-ის მიერ 19 სექტემბერს და 2 ოქტომბერს გამოქვეყნებული ვიდეო-კადრები ისე, რომ პირველწყარო მითითებული არ იყო.

 

მოპასუხე ჟურნალისტმა, ნოდარ მელაძემ ეს ფაქტი სოციალურ ქსელ FACEBOOK- ში გაკეთებულ კომენტარში ტექნიკური საკითხით ახსნა: 

 

„თქვენ ვებ-გვერდზე [იგულისხმება ინტერნეტგამოცემა TSpress] ვიდეომასლის განთავსება ხდება ფორმატით 16/9 ჩვენი სამაუწყებლო ფორმატია 4/3 და შესაბამისად კონვერტაციის დროს მოიჭრა, როგორც მარჯვენა ველი, იქ სადაც ლოგო იყო განთავსებული, ასევე მარცხენა მხარეც“.


ეთიკის საბჭო მიიჩნევს, რომ მსგავსი სახით ტექნიკური შეუთავსებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად, რის საფუძველზეც მედია საშუალებამ შესაძლოა არ მიუთითოს გამოყენებული მასალის პირველწყარო.

 

"თუ ვერ ხერხდებოდა ვიდეოს განთავსება Tspress-ის ლოგოს გამოსახულებით, სიუჟეტის მიმდინარეობისას შესაძლებელი იყო ჟურნალისტს საკუთარ ტექსტში აღენიშნა, რომ მათ მიერ გამოყენებული და გავრცელებული ვიდეო კადრები ეკუთვნოდა ინტერნეტგამოცემა Tspress-ს ან ტიტრის სახით მითითებულიყო ინფორმაცია პირველწყაროს შესახებ" - ნათქვამია ქარტიის საბჭოს სამოტივაციო ნაწილში.

 





 
 
ამავე თემაზე:
 

ჟურნალისტის მიერ ეთერში დაბლოკილი TSpress-ი და დამალული ვიდეომასალა [Audio]



სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED