"იზრუნე მომავალზე" ზუგდიდში [Video]

2017.11.18 ავტორი: TS

"ფონდი ნატახტარის", არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის თანამშრომლობის არსებული უნიკალური მოდელი ზუგდიდში გაგრძელდა. ეს ძალიან საინტერესო და სასიკეთო პროექტი, რომელიც 2011 წლიდან, “ფონდი ნატახტარის” დაარსებიდან არსებობს, სახელწოდებით - "იზრუნე მომავალზე" ხორციელდება. დღეს, ამ პროექტით გათვალსიწინებული შეხვედრა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

ნატახტარის” ლიმონათის ყოველი გაყიდული ბოთლიდან, შეფუთვის შესაბამისად - 1, 3 და 5 თეთრი “ფონდ ნატახტარში” ირიცხება, საიდანაც ეს თანხა შემდეგ მზუნველობამოკლებული მოზარდების საჭიროებების შესწავლას, მათ განათლებას, დასაქმებასა და სასიცოცხლოდ აუცილებელი პრობლემების გადაჭრას ხმარდება.

 

ფონდი მუშაობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების მოზარდებთან, რომლებსაც დახმარებას უწევს თავშესაფრით უზრუნველყოფის, განათლების, სასწავლო კურსების, გზის, კომუნალური გადასახადების და სხვა ხარჯების დაფარვაში. დაარსების დღიდან, 6 წლის განმავლობაში, ფონდმა ამ მიზნით 757 864 ლარს მოუყარა თავი და 307 მოზარდს დაეხმარა.

 

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი სახლი - საქართველოს" მხარდაჭერით. 2017 წლის ივლისში კი პროცესში ჩაერთო"კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის", რომელიც იმუშავებს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ადვოკატირებაზე.

 

მნიშვნელოვანია, რომ ფონდი მუშაობას იწყებს 15 წელს მიღწეულ მოზარდებთან, ეხმარება მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში და არ წყვეტს მათზე ზრუნვას სრულწლოვანების მიღწევის შემდეგაც, 24 წლის ასაკამდე.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის, გოგი რევიას მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ზუგდიდში ეფექტურად მუშაობს რამდენიმე პროგრამა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, შენდება კაპიტალური სახლები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, არსებობს საცხოვრებელი ქირით, მედიკამენტებით უზრუნველყოფის და ავარიული სახლების შეკეთების პროგრამა, პროექტი “ერთი თბილი ოთახი”, რომლის ფარგლებში ხდება ოთახის კეთილმოწყობა და ა.შ. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ზრუნვის სისტემიდან გასული ბავშვების საჭიროებები არცერთ პროგრამაში არ იყო გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა ამ ჯგუფის მოზარდების მხარდაჭერის პროცესში, რომელსაც დღეიდან, მისივე თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტიც შეუერთდება.

 

TSpress-ის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ზუგდიდში მოწყვლადი ჯგუფებისთვის დროებითი საცხოვრებლის აშენება, სადაც გათვალისწინებული იქნება დამხმარე პერსონალის, ვთქვათ, ექთნის საჭირობაც, გოგი რევიამ გვიპასუხა, რომ მუნიციპალიტეტში ქონდათ იდეა და პროექტიც, აშენებულიყო 70 კაცზე გათვლილი სოციალური სახლი. თუმცა, არასაკმარისი თანხების გამო, ჯერჯერობით, იდეად რჩება.

 

ბიზნესის, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა ზუგდიდში, პრეცედენტულია. თუმცა იყო ერთჯერადი შემთხვევები, როცა ბიზნესის წარმომადგენლებმა საახალწლო საჩუქრები და ფულადი თანხა გადასცეს მცირეშემოსავლიან ოჯახებს.


ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველოს" თანადამფუძნებელი, ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ომარაშვილი აბობს, რომ ბიზნესკომპანია ექვსი წელია ავითარებს სახელისუფლებო და არასამთავრობო სექტორებთან ურთიერთობას. დღეს უკვე ერთად უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ადგილობრივ თვითმმართველობებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მისი თქმით, თუ სხვა მუნიციპალიტეტებში მათ უწევდათ საუბარი მსგავსი პროგრამის არსებობაზე, ზუგდიდში, მათგან განსხვავებით, არსებული პროგრამების მრავალფეროვნება იძლევა შესაძლებლობას, რომ ზრუნვის სისტემიდან გამოსული ახალგაზრდა, როგორც მიზნობრივი ჯგუფი, აისახოს რომელიმე არსებულ პროგრამაში.

 

მანანა ომარაშვილს მიაჩნია, რომ ბიზნესის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთა თანამშრომლობით შესაძლებელია ნებისმიერი რთული პრობლემის მოგვარება, რადგან სამთავრობოს აქვს საკუთარი ბერკეტები, არასამთავრობოებს გამოცდილება, ბიზნესს - რესურსი. “ამ შემთხვევაში შეიძლება დაიხარჯოს უფრო მცირე რესურსი და მივიღოთ ძალიან დიდი შედეგი” - ამბობს მანანა ომარაშვილი

 

როგორც კომპანია “ნატახტარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო სურმავამ განაცხადა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აქვს საკმაოდ კარგი პროექტები, რომლებითაც მათ ბენეფიციარებსაც შეუძლიათ ისარგებლონ.

 

ფონდში თანხის შეგროვება გრძელდება 8 დეკემბრამდე და საზოგადოების ჩართულობაც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ნატახტარის ლიმონათის  ყოველი გაყიდული ბოთლიდან თანხის ნაწილი კეთილ საქმეს ხმარდება. ნინო სურმავას აზრით, სხვა ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ მიმართონ თვითმმართველობებს, ნახონ მათთვის საინტერესო პროგრამები, სფეროები და მიიღონ მათ განვითარებაში მონაწილეობა.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED