ომბუდსმენი გიგა ბოკერიასთვის ტოლერანტობის პრიზის გადაცემის გადაწყვეტილებას არ იზიარებს

2017.11.18 ავტორი: TS

ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი, გიგა ბოკერიასთვის "ტოლერანტობის ქომაგის" პრიზის გადაცემის ფაქტთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება რელიგიური საბჭოს წევრთა უმეტესობის მიღებულია, რაშიც მას ჩარევის უფლება არ აქვს. 

"საბჭოს გადაწყვეტილებაა და სხვა დროსაც ყოფილა, რომ არ გამიზიარება ზოგადად, მაგრამ მათი გადაწყვეტილებაა და ჩარევის უფლება არ მაქვს. ჩემი პირადი აზრი არა მგონია ვინმესთვის საინტერესო იყოს. მე ვცადე შერჩევის პროცესი დამეხვეწა, არაობიექტურობა რომ გამორიცხულიყო და ნაწილობრივ გამოვიდა წინა წლებში, ანუ ჩემი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, სხვანაირი სია შეიძლება გამოსულიყო"- აცხადებს ომბუდსმენი TSpress-თან.
 
  
ომბუდსმენი ამბობს, რომ მისი აზრი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა ამ პროცესზე. მისი აზრით, კრიტერიუმები უნდა იყოს მკაფიო და პროცესი გამჭვირვალე და ამ პროცესში არ უნდა იყოს კითხვის ნიშნები.


"მითუმეტეს, ერთ-ერთ კრიტერიუმად იყო ის, რომ მიმდინარე წელს უნდა ყოფილიყო კანდიდატის განსაკუთრებული დამსახურება და აქ ყველას თავისი აზრი შეიძლება ქონდეს. მე დავუსვი ეგ კითხვა ბექას [მინდიაშვილს] და ძველ საქმეებზეა საუბარი, როგორც ვიცი. მიმდინარე წელს, მე პირადად, რაიმე განსაკუთრებული ვერ დავინახე, ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში რომ შეეტანოს"- აცხადებს უჩა ნანუაშვილი TSpress-თან საუბრისას. 
 
 
შგახსენებთ, რომ სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოებმა 2017 წლის „ტოლერანტობის ქომაგები“ დააჯილდოვა. წლევანდელი ტოლერანტობის ქომაგი საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერიაც გახდა, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
 
 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED