ფოთში "ოცნების" მერობის კანდიდატმა 54% მიიღო

2017.10.22 ავტორი: TS

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ხმების 54,92% მიიღო, მას მოსდევს "ევროპული საქართველოს" კანდიდატი ვახტანგ დარცმელიძე 13,49%-ით,  "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მაკა ჯინჯოლია 13 %-ით, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი მაია ჩხარტიშვილი 9,36 %-ით და "დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს" კანდიდატი ოთარ ხარჩილავა 8,09 %.

შედეგებს არ ეთანხმებიან ოპოზიციური პარტიის კანდიდატები. მათი თქმით, ადგილი ქონდა ტოტალურ გაყალბებებებს - კარუსელებს, ხმების ჩაყრებს და ამომრჩევლის მოსყიდვას. მათ წუხელ, გვიან ღამით, ფოთის #70 საოლქო კომისიასთან აქციაც გამართეს.

 

ცესკო-ს მონაცემებით, ფოთში, 18578-მა ამორჩეველმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 45,06%-ს შეადგენს.

 

ფოთში, 41233 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე კი 40 656 ამომრჩეველი იყო. 

 

 

 

 

ამავე თემაზე: 

 

ოპოზიცია ფოთში #31 საარჩევნო უბნის ბათილობას ითხოვს [Video]



სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED