ფოთის #13 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს [Video]

2017.10.21 ავტორი: TS

ფოთის #13 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისული ამომრჩეველი ლუბა ალანია აცხადებს, რომ  მას ხმის მიცემის უფლება არ მისცეს. ამომრჩეველი ყვება, მარკირებისა და სარეგისტრაციო ჟურნალში ხელის მოწერის შემდეგ, როგორ უთხრა უცნობმა პირმა, რომ ის იქ არ უნდა მისულიყო და მასთან გადასატან ყუთს მიიტანდნენ. მარკირებულ და რეგისტრირებულ ამომრჩეველს ბიულეტენი არ მისცეს და უკან გააბრუნეს.

"ვიღაცამ მომკიდა ხელი და მითხრა: შენ სახლში უნდა მოგიტანონ ყუთიო. მე ვუთხარი, ყოველთვის დავდივარ და ახლა არ ხდებაო? ჩემთვის არავის უთქვამს, რომ ყუთი უნდა მოეტანათ"- ამბობს ლუბა ალანია TSpress-თან საუბრისას. 

 

ლუბა ალანია აცხადებს, რომ მვინც გამოაცილა, იმან კითხა, აძლევდა თუ არა "ქართულ ოცნებას" ხმას. ამომრჩეველი ამან ძალიან გააბრაზა. "ის ჩემი საქმეა, მე ვის ვაძლევ-მეთქი ხმას. გამოვედი და წნევამაც ამიწია"- ამბობს ალანია.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED