"ნაციონალების" ფოთელი კანდიდატის თქმით, ის უმუშევრობას მოაგვარებს და ფოთში ევროპული უნივერსიტეტის ფილიალს გახსნის [Video]

2017.10.02 ავტორი: TS

"ვიცი, რომ არის ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის, უმუშევრობა, მძიმე სოციალური პირობები, არის მთელი რიგი პრობლემები, მაგრამ ჩემი მერად მოსვლის შემთხვევაში, ვეცდები ყველანაირად, ძალიან გონივრულ ვადებში მოვაგვარო ყველა პრობლემა"- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის მერობის კანდიდატმა, მაკა ჯინჯოლიამ.

ჯინჯოლია მალთაყვაში ჩასახლებულ დევნილებს ინფრასტრუქტურის სამუშაოების ჩატარებას დაპირდა. მისი დაპირებით, ქალაქში ის ევროპულ უნივერსიტეტს გახსნის.

 

"ჩვენს ქალაქს სჭირდება ახალი უნივერსიტეტი. ჩემს იდეაში, ჩემს წარმოსახვაში, ეს უნივერსიტეტი მალთაყვაშია. მე ვიცი, რომ ჩვენს ქალაქს მეგობრული მემორანდუმი დადებული აქვს ამერიკასთან და ევროპის სხვადასხვა ქალაქებთან, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნას ფოთში და ჩვენმა შვილებმაც მიიღონ ევროპული და ხარისხიანი განათლება. ამას გპირდებით!"- განაცხადა ჯინჯოლიამ.

 

ერთ-ერთმა დევნილმა შეხვედრაზე კანდიდატსა და მის თანმხლებთ განუცხადა, რომ ის მუდმივად დაპირებებს ისმენს და კონკრეტული ყოფით პრობლემები ჩამოუთვალა.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED