ფოთის საკრებულოს წევრი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაციზო საქონელზე დააკავეს

2017.09.22 ავტორი: TS

სამეგრელოს რეგიონში, პირთა ჯგუფის მიერ, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. დაკავებულ პირთა შორის ფოთის საკრებულოს წევრი მალხაზ ბუკიაცაა.  ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უცხოური წარმოების ჯამში 160 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 416 000 ლარს შეადგენს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.

 

მალხაზ ბუკია 2002-2006 ქალაქ ფოთის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2014 წლიდან ის საკრებულოში "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" წარმოადგენს.

 

ბუკია კენჭს ამჯერად მალთაყვის უბნის მაჟორიტარად იყრის. ის "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია. მისი შტაბის წევრების განცხადებით, დაკავება არჩევნებს უკავშირდება.

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED