კონკურსი თვითმმართველობის შესახებ სტატიაზე

2017.09.20 ავტორი: TS

ინტერნეტგამოცემა TSpress.ge-ს რედაქცია, ფონდ “ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს თვითმმართველობის თემაზე საუკეთესო სტატიის გამოსავლენად.

 

სტატიები უნდა შეეხებოდეს შემდეგი ქალაქების - თელავი, მცხეთა, ოზურგეთი, ამბროლაური, ზუგდიდი, გორი, ახალციხე - თვითმმართველობის პრობლემებს, არსებულ სიტუაციასა და გამოწვევებს.

 

 

მასალის წარდგენის ფორმატი:

 

 სტატია უნდა გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე:  tspressge@gmail.com
 სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის ფაილში.
 გამოგზავნისას დასახელების ველში მიუთითეთ "საკონურსო სტატია"

 

 

სტატიების შეფასება:

 ინფრომაციულობა;
 სიზუსტე;
 არგუმენტაცია;
 რელევანტურობა;
 აქტუალობა;
 ახალი მედიის ინსტრუმენტების გამოყენება;
 სტილი;
 ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა.

 

კონკურსი გამოავლენს 7 საუკეთესო სტატიას. თითოეულზე ჰონორარის სახით გაიცემა 160$-ის ექვივალენტი ლარში. (საშემოსავლოს ჩათვლით)

 

საუკეთესო ნამუშევარი განთავსდება ვებგვერდებზე: TSpress.ge, Droa.ge, ასევე, შესაძლოა, გავრცელდეს სხვადასხვა მედიასაშუალებებში, სოციალურ ქსელში ან ფონდის ღონისძიებებზე.

 

ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 10 ოქტომბერი, 19:00 საათი

 

კონკურსი ცხადდება პროექტის “თვითმმართველობის გაძლიერება და ხელშეწყობა”-ს ფარგლებში

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED