"ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატის მინისტრებთან დადებული პირობა [Video, Photo]

2017.09.18 ავტორი: TS

"მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენ მოვემზადებით იმისათვის, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროექტები კარგად შესრულდეს ჩვენს ქალაქში, ჩვენ მოვემზადებით და შევისწავლით დამატებით პროფესიებს და გაძლევთ პირობას, რომ ადგილობრივ ბიუჯეტთან ერთად, ყოველმხრივ შევერწყმებით თქვენს მიერ დაგეგმილ პროექტებს და ყველა ძალ-ღონეს ვიხმართ, რომ ისინი კარგად შესრულდეს"...- პირობა დადო მის გვერდზე მგდომ ინფრასტრუქტურის და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრებთან "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, გოჩა კურდღელიამ.

 

"ფოთში უნდა ავაშენოთ ოლიმპიური სტანდარტების ბასეინი და სპორტული დარბაზი. ასევე ფოთში ვახორციელებთ წყალკანალიზაციის პროექტს, კომპანია, რომელიც აქ მუშაობდა ვერ გაამართლა ჩვენი იმედები და მოგვიწია გაწყვეტა ამ პროექტის. ასევე ვგეგმავთ რიონზე ახალი ხიდის მშენებლობას, ინვესტიცია იქნება 50 მილიონ ლარზე მეტი"- განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ფოთის მერობის კანდიდატის წარდგენისას.

 

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა დევნილების დაბრუნების სურვილებზე ისაუბრა.

 

„ამაღლებული საზეიმო, სამუშაო განწყობა მაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ჩვენს ფოთელებთან ერთად, წარმატებას მივაღწევთ და ჩვენი ქალაქი იქნება ისეთი, ჩვენ როგორიც გვინდა“, - განაცხადა გოჩა კურდღელიამ მედიასთან საუბრისას.

 

ფოთის მერობის კანდიდატის წარდგენა დღეს ფოთში, მერიის შენობის წინ გაიმართა.

 

 

 

ამავე თემაზე: 

 

"ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატი "ნაცმოძრაობის" შემწირველი იყო

 

მმართველმა პარტიამ ფოთის მერობის კანდიდატი დაასახელა


"ოცნების" მერობის ჯერ არდასახელებული კანდიდატის ბანერები ფოთში




სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED