ვინ ესწრებოდა ზუგდიდში "ოცნების" მერობის კანდიდატების წარდგენას [Video]

2017.09.16 ავტორი: TS

დღეს, ზუგდიდში, პრემიერ-მინისტრის მიერ "ქართული ოცნების" სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატების წარდგენას, სამეგრელოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული საჯარო მოხელეები, ძირითადად, სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგები ესწრებოდნენ. მათი ტრანსპორტირება მმართველმა პარტიამ უზრუნველყო.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს სიტყვით კახი კალაძემ მიმართა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მათ, "ვინც დაინახა, დააფასა და შეაფასა ქვეყნის განვითარების სწორი კურსი, შეუქცევადი რეფორმები"

 

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია იქნება, მესტიის - კაპიტონ ჟორჟოლიანი; ფოთის - გოჩა კურდღელია; აბაშის - ლევან მაკალათია, სენაკის - ლევან კუპრეიშვილი; მარტვილში ალექსანდრე გრიგალავას, ხობის - გოჩა ქაჯაია; წალენჯიხის - ბესიკ ფარცვანია, ჩხოროწყუს კი დავით გოგუა.

 

 

 

 

ამავე თემაზე:

 

ფოთიდან "ქართული ოცნების" შეკრებაზე ავტობუსებით წაყვანილები [Video]




სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED