ფოთიდან "ქართული ოცნების" შეკრებაზე ავტობუსებით წაყვანილები [Video]

2017.09.16 ავტორი: TS

ფოთიდან ზუგდიდში "ქართული ოცნების" შეკრებაზე, რამდენიმე ათეული ფოთელი, მათ შორის, საჯარო მოხელეები, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით წაიყვანეს. დღისით ქალაქში შეფერხებულად მუშაობდა შიდასაქალაქო ტრანსპორტი. შეკრებაზე გამგზავრებული ერთ-ერთი ქალის თქმით, მიკროავტობუსში მყოფნი #1 საარჩევნო უბნიდან იყვნენ. 

დღეს, პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა, ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა.

 

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია იქნება, მესტიის - კაპიტონ ჟორჟოლიანი; ფოთის - გოჩა კურდღელია; აბაშის - ლევან მაკალათია, სენაკის - ლევან კუპრეიშვილი; მარტვილში ალექსანდრე გრიგალავას, ხოლო ხობში გოჩა ქაჯაიას კანდიდატურები დასახელდა; წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია, ჩხოროწყუს კი დავით გოგუა იქნება.

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED