საერთო საცხოვრებელში ჭერი ჩამოინგრა [Video]

2017.09.12 ავტორი: TS

ფოთში, აღმაშენებლის #26-ის საერთო საცხოვრებელში ჭერი ჩამოინგრა. კორპუსის მაცხოვრებლები მერიას უყურადღებობასა და სახურავის უხარისხოდ გადახურვაში ადანაშაულებს.

"მეხუთე წელის მერიას დახმარების თხოვნით მივმართავთ, მაგრამ უშედეგოდ", - აცხადებს ამხანაგობის თავმჯდომარე მარინა წულაია.

 

მრავალბინიანი სახლის ჭერი რამდენიმე ადგილას წვიმისგან დაზიანებულია და ჩამონგრევის რისკის ქვეშაა. 

ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის წარმომადგენლები, რომლებმაც მაცხოვრებლებს მიუტანეს თუნუქი და წავიდნენ. მაცხოვრებელთა თქმით, მათი დახმარება ამით შემოიფარგლა.

 

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED