"ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატი "ნაცმოძრაობის" შემწირველი იყო

2017.09.11 ავტორი: TS

"ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, "ნაციონალური მოძრაობის" შემწირველი იყო.

 

მან იმჟამინდელ მმართველ პარტიას 10 ათასი ლარი შესწირა. გასული წლის სექტემბერში კი, 6-ჯერ მეტი თანხა ჩაურიცხა ამჟამინდელ მმართველ პარტიას.

 

გოჩა კურდღელია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად რამდენიმე დღის წინ დასახელდა.

 

რეესტრის მონაცემებით, კურდღელია 13 კომპანიის მეწილე ან ფლობელია.

 

გოჩა კურდღელია 1965 წლის 24 ივლისს ფოთში დაიბადა, ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.

 

1997-2011 წლებში შ.პ.ს. „დოკტრანსშიპმენტ ფოთის“ დირექტორი იყო.

2005-2011 წლებში, ნავსადგურის მოიჯარე შპს „პრომეტკო ჯორჯიასა“ და შპს „ჯეესკოს“ დირექტორი და თანადამფუძნებელი.

2006-2010 წლებში ფოთის საკრებულოს წევრი.

 

2012 წლიდან გოჩა კურდღელია შპს Caucasian Metals Terminal-ის 15 %-იანი წილის მფლობელი და დირექტორია. მის 85 %-ს შპს C.I.I. Clay Industries International Limited-ი ფლობს, რომელიც ოფშორშია რეგისტრირებული. 

 

 

 

  

წყარო: საჯარო რეესტრი და http://www.transparency.ge/politicaldonations/ge/business-registry/2352



ამავე თემაზე:


 

მართველმა პარტიამ ფოთის მერობის კანდიდატი დაასახელა


"ოცნების" მერობის ჯერ არდასახელებული კანდიდატის ბანერები ფოთში



 




სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED