მმართველმა პარტიამ ფოთის მერობის კანდიდატი დაასახელა

2017.09.08 ავტორი: TS

"ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატად, ბიზნესმენი გოჩა კურდღელია დასახელდა. მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატების სია უკვე გამოაქვეყნა. 

გოჩა კურდღელია შპს Caucasian Metals Terminal-ის 15 %-იანი წილის მფლობელია, დანარჩენ 85 %-ს კი შპს C.I.I. Clay Industries International Limited-ი ფლობს, რომელიც ოფშორშია რეგისტრირებული.

 

კურდღელია ასევე ფოთის ნავსადგურის მოიჯარე კომპანიების: შპს "პრომედკოსა" და შპს "ჯე-ეს-კოს" დამფუძნებელი და წილის მფლობელია.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდება. კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 21 სექტემბერია. 

 

 

 

ამავე თემაზე: 

"ოცნების" მერობის ჯერ არდასახელებული კანდიდატის ბანერები ფოთში



სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED