"ოცნების" მერობის ჯერ არდასახელებული კანდიდატის ბანერები ფოთში

2017.09.07 ავტორი: TS

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად, ბიზნესმენი გოჩა კურდღელია სახელდება.

ქალაქში მისი საარჩევნო ბანერები უკვე გამოკრულია, თუმცა, ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ და ჯერჯერობით, არც საოლქო კომისიაშია რეგისტრირებული.


გოჩა კურდღელია შპს Caucasian Metals Terminal-ის 15 %-იანი წილის მფლობელია, დანარჩენ 85 %-ს კი შპს C.I.I. Clay Industries International Limited-ი ფლობს, რომელიც ოფშორშია რეგისტრირებული.

 

კურდღელია ასევე ფოთის ნავსადგურის მოიჯარე კომპანიების: შპს "პრომედკოსა" და შპს "ჯე-ეს-კოს" დამფუძნებელი და წილის მფლობელია.

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდება. კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 21 სექტემბერია. 

  

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED