ფოთის პორტი გაჩერებულია

2016.12.15 ავტორი: TS

ფოთის პორტი სატვირთო გემებს ვერ იღებს. გაჩერებულია ასევე უკვე შემოსული გემები. ნავსადგურის გაჩერება პორტში შესასვლელი არხის მოსილვას უკავშირდება. რამდენ ხანს გასტანს აღნიშნული ვითარება, გაურკვეველია. გავრცელებული ინფორმაციით, მიწახაპია დიდი სიმძლავრის გემის უცხოეთიდან ჩამოსვლას ელოდებიან.

არხის ამოვსება რიონიდან პერიოდულად დიდი რაოდენობით შემოტანილმა ქვიშა-ღორღმა და ბუნებრივმა ნარჩენებმა გამოიწვია.

 

ამ პერიოდში, გემები ბათუმის ნავსადგურმა უნდა მიიღოს, თუმცა ბათუმის პორტი საკუთარი სიმძლავრით ამ რაოდენობით ტვირთის მიღება-გადამუშავებას ვერ შეძლებს, რადგან ერთადერთი საკონტეინერო ნავმისადგომი გააჩნია, ფოთს კი 20-მდე ტერმინალი. 


როგორც პორტის ამჟამინდელმა მფლობელმა -"APM ტერმინალსმა" სატერმინალო და გადამზიდავ კომპანიებს წერილობით აუწყა, არხის 9 მეტრამდე გასაღრმავებლად, მინიმუმ 70 000 კბ.მ. ქვიშა-ღორღის ამოღებაა საჭირო, რასაც 11 დღე მაინც დასჭირდება. ის საკუთარი ტექნიკით ვერ ახერხებს ამას, რისთვისაც დაიქირავეს რუმინული სპეციალური მიწახაპია ტექნიკა, რომლის ჩამოსვლასაც დრო სჭირდება. სამუშაოების დასრულება ამინდზეცაა დამოკიდებული, რომელიც პროგნოზით სამუშაოებისთვის ხელსაყრელი არ არის.

 

პორტი ამუშავებას, დეკემბრის ბოლოსთვის გეგმავს. "APM ტერმინალსი" კონტრაქტორ გადამზიდავ კომპანიებს საკუთარი ბიზნესისთვის არსებული ფორს-მაჟორული სიტუაციის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ურჩევს. 

 

ვის დაეკისრება ფოთის პორტის გაჩერებით გამოწვეულ ზარალზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, უცნობია.

 

ცნობისათვის, ფოთის პორტის ტვირთბრუნვა ბოლო 2 წლის განმავლობაში კატასტროფულად დაეცა: 

2011 - 7.2 მლნ.ტონა

2012 - 7.5 მლნ.ტონა

2013 - 7.4 მლნ.ტონა

2014 - 8.6 მლნ.ტონა

2015 - 6,8 მლნ.ტონა

2016 - 10 თვე - 4.6 მლნ.ტონა

 

 

ამავე თემაზე:

 

საქართველოს პორტებსა და ტერმინალებზე ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა




სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED