ზუგდიდის გამგებელმა თანამშრომლებს ჩაცმის სტანდარტი დაუწესა

2016.12.14 ავტორი: TS

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლაშა გოგიას მიერ გამგეობის თანამშრომელთა ჩაცმისა და მაკიაჟის სტანდარტების დაწესების შესახებ დოკუმენტს ინტერნეტგამოცემა "თაიმერი" ავრცელებს

გამგებლის ბრძანებით, თანამშრომელმა სამსახურებრივი უფლებამოსილება უნდა განხორციელოს ზნეობრივი და ეთიკური ნორმების შესაბამისი ჩაცმულობით.

 

"დაუშვებელია სამუშაოზე გამოცხადდეს მოსამსახურე სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბითა და ქვედაბოლოთი, ღრმადეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წვრილი ზონარის მქონე ყველა სახის ტანსაცმლით.

 

დაუშვებელია სამსახურში მკვეთრი მაკიაჟითა და არასტანდარტული თმის ვარცხნილობით გამოცხადება", - წერია ბრძანებაში.

 

ლაშა გოგიას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ეკონომისტი-ფინანსისტის სპეციალობით, მაგისტრის ხარისხი. 

2011წ. თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიარა სამაგისტრო და პროფესიული პროგრამების ბიზნეს-ადმინისტრირებისა და მართვის კურსი. 

1998-2002 წლებში მუშაობდა სს საქართველოს საფოსტო ბანკის ზუგდიდის ფილიალში, სავალუტო განყოფილების უფროსად; 

2003 წელს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, თავმჯდომარის თანაშემწედ; 

2004-2005 წლებში იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; 

2005 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ზუგდიდის განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი; 

2005-2006 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე; 

2006-2008 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 

2008-2012 წლებში შპს „ქლინ ლაინის“ დირექტორი;

2012 წელს მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; 

2014 წლიდან კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED