ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო სამსახურები საქართველოში

2016.12.08 ავტორი: TS

არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის ვებ-გვერდზე, მარეგულირებელი კომისიებისა და სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების 2013 წლის ხელფასისა და პრემია/დანამატების შესახებ ინფორმაცია განთავსდა.

თანამდებობის პირთა შორის ყველაზე დიდი თანხა პრემიისა ან სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრებს - თითოეულ მათგანის პრემია 60 000-დან 120 000 ლარამდე მერყეობს. კომისიის თავმჯდომარის მთლიანი შემოსავალი ერთ წელიწადში, ჯამში, 311 744 ათასი ლარია.

 

1. აკაკი სიხარულიძე - კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია - 120 988 ლარი

2. ირაკლი მოსეშვილი - კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია - 120 158 ლარი

3. სოფო ბრიტანჩუკი - კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია - 120 156 ლარი

4.კარლო კვირაიშვილი -კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე - 95 693ლარი

 

პრემიებისა და სახელფასო დანამატების სიდიდით გამორჩეულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაც. 2013 წელს ცესკოს თავმჯდომარეს, ზურაბ ხარატიშვილსა (8 თვე) და თამარ ჟვანიას (4 თვე), ცესკო-ს მოადგილესა და მდივანს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვთ 265 272 ლარი. 

 

სხვა საჯარო სამსახურებში პრემიებითა და დანამატებით გამოირჩევიან: ირაკლი კოტეტიშვილი - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი 80 450 ლარი; ირაკლი ღვალაძე - საქპატენტის თავმჯდომარე - 80 450 ლარი; გიორგი ხიზანიშვილი - სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი 60 500 ლარი; ვახტანგ კარგარეთელი - სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე 60 140 ლარი.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED