ჭადრაკში მსოფლიო თასსა და ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს

2016.12.08 ავტორი: TS

8 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პირველ მოადგილე აკაკი ლოდიასთან და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძესთან ერთად, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილს და ფიდეს (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) აღმასრულებელ დირექტორს, ჯეფრი ბორგს სამინისტროში შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებს შორის საუბარი იყო საქართველოში დაგეგემილ ორ უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირზე - 2017 წელს თბილისში გასამართ მსოფლიოს თასსა და 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის შესახებ, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს.

 

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრისგან მსოფლიო თასისა და ოლიმპიადის მაღალ დონეზე ორგანიზების მხარდაჭერა მიიღო.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED