ფოთის მერმა სასამართლოს სამინსტანციამოგებული თანამშრომელი სამსახურში აღადგინა

2016.11.29 ავტორი: TS

ფოთის მერმა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა და ფოთის მერიის ყოფილი თანამშრომელი ნინო ჯაკონია სამსახურში აღადგინა. ბიუჯეტმა მოსარჩელის სასარგებლოდ 30 ათასი ლარიც უნდა გადაიხადოს. ამას წინ სასამართლოს ორი ინსტანცია და დაახლოებით 2-წლიანი სასამართლო დავა უძღოდა. მსგავსი სასამართლო პროცესის მოლოდინშია კიდევ 3 გათავისუფლებული.

ფოთის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლის, ნინო ჯაკონიას სარჩელი ფოთის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის იანვარში სრულად დააკმაყოფილა, მერიას თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და სრული განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. განაცდურის სახით ასანაზღაურებელი თანხა, იმ დროისათვის, დაახლოებით, 18 000 ლარს შეადგენდა, თუმცა მერმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამრთლოში გაასაჩივრა.

ნინო ჯაკონია ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში 2011 წლიდან მუშაობდა. ამავე სამსახურის განათლების განყოფილების უფროსად, წელიწადზე მეტი, 2014 წლის 1 ოქტომბრამდე იმუშავა. აღნიშნული შტატი მერს არ შეუმცირებია და გათავისუფლებულის ადგილზე მერიის ერთ-ერთი სამსახურიდან შემცირებული თანამშრომელი, პირადი პრძანების საფუძველზე, პირადი შეხედულებისამებრ დანიშნა.

 

ნინო ჯაკონიას ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ იურისტები იცავდნენ.

 

 

*frontnews-ის ფოტო 


სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED