ფოთის საკრებულოს წევრი მეუღლის ნეპოტიზმის ნიშნით დანიშვნას უარყოფს [Video]

2016.11.10 ავტორი: TS

ადგილობრივ ხელისუფლებებში არსებულ ნეპოტიზმის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში - „თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში“  ფოთის საკრებულოს წევრის, პაატა ჩაგანავას მეუღლის, ეკატერინე თოფურიას ერთ-ერთ სამსახურში დანიშვნის ფაქტი მოხვდა. საკრებულოს წევრი ნეპოტიზმის არსებობას უარყოფს და განმარატვს, რომ მისი მეუღლე ამჟამად კერძო სექტორშია დასაქმებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე ან აღნიშნულ უწყებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში. ასეთი შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა.

 

პაატა ჩაგანავა 2014 წლიდან ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეა. 2015 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე, ეკატერინე თოფურია ა (ა)იპ ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზიმის და სოციალური კვლევის ცენტრის განყოფილების უფროსი ხდება“ - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

 

საკრებულოს წევრის, პაატა ჩაგანავას განცხადებით, ის საკრებულოში ოპოზიციურ პარტიას „ეროვნულ ფორუმს“ წარმოადგენს და არა სახელისუფლებო გუნდს. ჩაგანავა პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

2014 წელს, როცა მისი მეუღლე, ეკატერინე თოფურია თვითმმართველობის დაფუძნებულ  ა.(ა)იპ - ში დაინიშნა, „ეროვნული ფორუმი“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“  შემავალი ექვსი პარტიიდან ერთ-ერთი იყო, თუმცა როგორც ჩაგანავა ამბობს, მისი მეუღლის დანიშვნით კანონი არ დარღვეულა.

 

„ეს არ იყო ნეპოტიზმი, რადგან კანონით აკრძალულია, საჯარო სამსახურში მყოფი პირის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურში მუშაობდეს მისი  დედა, მამა და, ძმა და  ა.შ მე კი იმდროისთვის ვიყავი და ამჟამადაც ვარ საკრებულოს წევრი, ჩემს კომპეტენციაში არ შედის საჯარო მოხელის, თუნდაც აღნიშნული აიპის თანამშრომლების დანიშვნა- გათავისუფლების საკითხი. გარდა ამისა, ა (ა)იპ ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზიმის და სოციალური კვლევის ცენტრი ა (ა)იპ ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზიმის და სოციალური კვლევის ცენტრი არ არის საჯარო სამსახური და მისი თანამშრომლებიც არ არინ საჯარო მოხელეები. ასე, რომ ნეპოტიზმს ადგილი არ ქონია და კვლევში ფაქტი შეცდომითაა დაფიქსირებული.“- აცხადებს TSpress - თან საუბარში ჩაგანავა.

 

საკრებულოს წევრის, პაატა ჩაგანავას მეუღლე ეკატერინე თოფურიამ თვითმმართველობის დაფუძნებულ  ა (ა) იპ - ში დაახლოებით 1, 5 წელი იმუშავა, მან სამსახური ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დატოვა. ის ამჟამად მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ თანამშრომელია.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED