ფოთის თეატრის წარმატებები პოლონეთში

2016.11.03 ავტორი: TS

ფოთის თეატრალურმა დასმა პოლონეთში, ქ. ზაბჟეში თანამედროვე დრამატურგიის თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. დასი უკვე საქართველოში იმყოფება, და ფოთის თეატრში დღეს, სპექტაკლ „ხანუმას“ სათამაშოდ ემზადება.

„სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა. ფესტივალზე ფოთის თეატრი საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული და მასში პოლონური თეატრების წინასწარშერჩეული საუკეთესო სპექტაკლები იყო წარდგენილი. დავიმსახურეთ მაყურებლის სიმპატია, დაჩამოვიტანეთ შესაბამისი პრიზი“- განაცხადა ფოთის თეატრის მმართველმა, თენგიზ ხუხიამ TSpress-თან საუბარში.

 

პოლონეთის სცენაზე ფოთელემა მსახიობებმა სპექტაკლი, დანიელა ჯანჯიჩის „ყვითელი დღეები“ ითამაშეს.

 

სპექტაკლი რეჟისორმა, დავით მღებრიშვილმა ფოთის თეატრში 2011 წელს დადგა. სიუჟეტი ომში, ფრონტის ხაზზე ვითარდება, სადაც ახალგაზრდა ქალის ორი საყვარელი მამაკაცი- მეუღლე და ძმა სხვადსხვა მხარეს იბრძვის. სპექტაკლში ნაჩვენებია, როგორ სპობს ომი ყველანაირ ადამიანურ ურთიერთობასა და გრძნობას. ფოთის თეატრი თბილისის საერთაშორისო ფესტივალში გასულ წელსაც მონაწილეობდა.

 

პი­ე­სის თარ­გ­მა­ნი ეკუთ­ვ­ნის ნა­თია მი­ქე­ლა­ძე-ბახ­სო­ლი­ანს, მხატ­ვა­რია თა­მარ ოხი­კი­ა­ნი, ქო­რე­ოგ­რა­ფი - ირი­ნა კუპ­რა­ვა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: მა­რი­კა ბუ­კია, გი­ორ­გი სურ­მა­ვა და ჯა­ნო იზო­რია.

 

პოლონეთში, თანამედროვე დრამატურგიის ფესტივალზე მონაწილეობისათვის ფოთის თეატრს სპეციალური დიპლომიც გადაეცა.

 

ბოლო ორი თვის განმავლობაში, ფოთის თეატრი თბილისის, გორის, ერევნის, პოლონეთისა და ირანის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობდა.

 

ასევე, თბილისის სცენოგრაფიის საერთაშორისო ბიენალეზე წარმოდგენილი იქნება სცენოგრაფ თამარ ოხიკიანის ფოთის თეატრში განხორციელებული სამი ნამუშევარი. ხრისტო ბოიჩევის "ორკესტრი "ტიტანიკი" - რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი; ჰენრიკ იბსენის "ხალხის მტერი" რეჟისორი: დავით მრებრიშვილი;  არჩილ სულაკაურის "სალამურა", რეჟისორი დავით მღებრიშვილი.

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED