ქალი დეპუტატები ახალ პარლამენტში

2016.11.01 ავტორი: TS

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, ორივე ტურის შედეგების მიხედვით, 150 წევრიან პარლამენტში 24 ქალი დეპუტატი იქნება. რაც მანდატების მთლიანი შემადგენლობის 16% - ს შეადგენს.  უმრავლესობა 126 დეპუტატი, 84% კაცია.

ახალ პარლამენტში შესული ქალი დეპუტატებიდან 13 ქალი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  წარმომადგენელია (5 მაჟორიტარი დეპუტატი, 8 პარტიული პროპორციული სიით) 7 ქალი - „ნაციონალური მოძრაობის“, 3 – „პატრიოტთა ალიანსის“, 1 დამოუკიდებელი კანდიდატია.

 

საქართველოს პარლამენტში ქალთა რიცხვი წინა წელთან შედარებით,  4%-ით გაიზარდა. 2012 წლის მოწვევის პარლამენტში, 150 მანდატიდან,  18 ქალი დეპუტატი იყო.

 

 

 

გენდერული თანასწორობა წარმოაჩენს ქალისა და კაცის მოღვაწეობის თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. გენდერული თანასწორობის კონცეფცია, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის მიერ  მიუთითებს ქალისა და კაცის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფისა და ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.

 

რამდენიმე წლის წინ საქართველოს პარლამენტმა ვენეციის რეკომენდაციის საფუძველზე მოქალაქეთა პოლიტიკური კავშირების შესახებ კანონში ცვლილებებიც შეიტანა, რომლის თანახმად, სიის ყოველ ათ კანდიდატს შორის 2 ქალის დასახელების შემთხვევაში, სახელმწიფო პარტიას დამატებით 10% - იან დაფინანსებას მისცემდა.

 

საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) გამოკვლევის მიხედვით, რომელშიც 141 ქვეყანა მონაწილეობდა, საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით საქართველო 106-ე ადგილს იკავებს.

 

გასული წლის ბოლოს NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში” მიხედვით, მოსახლეობის 68% ამბობს, რომ მხარს უჭერს პარლამენტის მიერ სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED