ძველი ფოთის კადრები - ნიკოლაძის კოშკის ფოტოარქივი [Photo]

2016.10.19 ავტორი: TS

როგორი იყო ფოთი საუკუნეების,  წლების წინ -  ძველი ფოთის ამსახველ ფოტომასალას TSpress -ი ვებგვერდზე ეტაპობრივად განათავსებს. 

შენობა, რომელიც ნიკო ნიკოლაძის კოშკს წარმოადგენს, ამჟამად ისტორიულ-არქიტექტურული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ქალაქის თავი, ნიკო ნიკოლაძე თავისი მოღვაწეობის პერიოდში, აღნიშნულ კოშკში ცხოვრობდა, მანამდე კი, იქ  თურქების მიერ აშნებული ციხესიმაგრე იყო.

 

1578 წლიდან ფოთი ოსმალებმა დაიპყრეს და თურქების გარნიზონი 62 წლის განმავლობაში აკონტროლებდა ფოთის ნავსადგურს. 1725  წელს ფოთი ისევ თურქებმა დალაშქრეს დასვეს ფაშა რომელსაც დაუმორჩილეს შავი ზღვის სანაპირო ზოლი და იქ ახალი ციხე-სიმაგრე ააშენეს, რომელსაც ოთხკუთხედი ფორმა ჰქონდა, იგი ოთხივე კუთხეში კოშკით იყო გამაგრებული.

 

ისტორიული წყაროების მიხედვით, 1870 წელს თურქეთისაგან განთავისუფლების შემდეგ, ეს მხარე დაუთვალიერებია რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე მეორეს. იმპერატორის დასახვედრად სახე უცვალეს ფოთის ციხეს შეცვალეს ციხის გარეგნული ხედი, მოშალეს ციხის შიგნით აღმართული მეჩეთი, მთავარ შესასვლელთან დააშენეს 2 სართულიანი კოშკი, რომელიც კონუსისებრი ხის შპილით მთავრდებოდა.

 

1896 წელს ნიკო ნიკოლაძემ ციხე-კოშკს კიდევ 2 სართული დააშენა. მე-5 სარეთულზე განთავსებულია მექანიკური საათი რომელიც 1870 წელსაა დამზადებული, ნიკო ნიკოლაძემ ის პარიზიდან ჩამოიტანა.

 

80-იანი წლებიდან კოშკის პირველ სართულის მიშენებულ ნაწილში კაფე-ბარი ფუნქციონირებდა. 2015 წელს, ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნული ფართი ფოთისა და ხობის ეპარქიას გადაეცა.

 

2012 წელს, ფოთის საკათედრო ტაძრის აღდგენითი სამუშაოების დროს ნიკოლაძის კოშკის მარჯვენა ფლიგელის დემონტაჟის საკითხი დადგა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. კულტურული ძეგლის დასაცავად გამართულმა აქციებმა შედეგი გამოიღო. კოშკის ნაწილი ხელუხლებელი დარჩა.

 

ამჟამად, კოშკის ზედა სართულებზე ნიკო ნიკოლაძის პირადი ნივთები ინახება, შენობის მეორე სართულზე კი ფოთის მერიის კულტურის სამსახურია განთავსებული. 

ფოთი. ნიკოლაძის კოშკი

ფოთი. ნიკოლაძის კოშკი

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED