ფოთში ტექსტილის ქარხნის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი

2016.10.04 ავტორი: TS

დღეს, ფოთში, 15 სთ-ზე, ახალი საწარმოს „აჭარა ტექსტილის“ მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება

ახალი სამკერვალო საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შენდება, რომელიც პროექტის მიხედვით, 6 თვეში უნდა დასრულდეს. კომპანიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ქარხანაში 1 500 ადამიანი დასაქმდება.

 

შპს „აჭარა ტექსტილის" ინფორმაციით, საწარმო  უახლესი საერთაშორისო სტანდარტების სამკერვალო მანქანა-დანადგარებით იქნება აღჭურვილი.  ქალის, მამაკაცის და ბავშვის სპორტული ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფოთში, მოწერილიას ქუჩა N31-ში მდებარე 40777.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები შპს „აჭარა ტექსტილეს“ გადასცა.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED