ფოთში საუბნო კომისიის დამოუკიდებელი წევრების არჩევა გრძელდება

2016.08.25 ავტორი: მარი ბოკერია

საუბნო-საარჩევნო კომისიამ 43 საარჩევნო უბანზე 6-6 წევრი აირჩია, მაგრამ განცხადებების ნაკლებობის გამო, სამ უბანზე მხოლოდ 5-5 კომისიის წევრი აირჩა.

8 სექტემბერს, საოლქო საარჩევნო კომისია გამოაცხადებს კონკურსს და სამი დღის ვადაში დარჩენილ წევრებს აირჩევენ.


„კომისიამ ყველა შემოსული განცხადება განიხილა, უპირატესობა გამოცდილ კადრებს მივანიჭეთ, თუმცა ბალანსი რომ არ დარღვეულიყო, ასევე ავირჩიეთ გამოუცდელი კადრებიც"-  განაცხადა Tspress-სთან საუბრისას ფოთის 70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავჯდომარე სალომე როდონაიამ.

 

TSpress-ის კითხვაზე დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის ხომ არ არიან პარტიულებიც, როდონაიამ განაცხადა, რომ ამის შემოწმების ვალდებულება არ აქვთ. "რომელიმე პარტიის წარმომადგენელი რომ არ არის, დადასტურებით ვერ გეტყვით, რადგან ამის გადამოწმების ვალდებულება არ გვაქვს"- განაცხადა როდონაიამ.

 

საუბნო-სარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა შესარჩევი კონკურსი 17 აგვისტოს დასრულდა. 



ამავე თემაზე:


ფოთში საუბნო კომისიის წევრობის 418 მსურველი დარეგისტრირდა


სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED