ფოთში სანდრა რულოვსს ელოდებიან

2016.08.24 ავტორი: TS

დღეს, 12 საათზე, ფოთის დევნილთა რაიონში, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, მოსახლეობას შეხვდება.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა საკუთარი გადაწყვეტილება ზუგდიდის მაჟორიტარად კენჭისყრის შესახებ, ზუგდიდის სოფელ კორცხელში, მეგრულ ენაზე გამოაცხადა.

 

მან შეკრებილებს მიმართა სჯეროდათ თუ არა მისი, რომელსაც თავის მხრივ სჯერა მისი ქმრის - ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის - "მე მიშას ხშირად ვესაუბრებოდი, მე თვალებში შეგხედავ და უნდა ვიცოდე, რაც მოხდა ცუდი, ის აღარ განმეორდება-მეთქი. დამიჯერეთ, ამაში რომ დარწმუნებული არ ვიყო, აქ არ ვიდგებოდი"- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 

ამავე თემაზე:

 

სანდრა რულოვსმა საარჩევნო კამპანია სოფელ კორცხელიდან დაიწყო [Photo]



სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED