ეკა ბესელია ფოთის მოსახლეობას ანგარიშს წარუდგენს

2016.03.01 ავტორი: TS

3 მარტს, 15:00 საათზე, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში (რუსთაველის რკალი #1) ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია ფოთის მოსახლეობას შეხვდება. შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა საპარლამენტო საქმიანობის ანგარიში უნდა წარადგინოს.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

 

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის საჯარო შეხვედრა დეპუტატის ბიუროსა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით ხორციელდება.

 

მსგავსი შეხვედრა გასულ წელსაც გაიმართა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED