რა კეთდება ფოთში ზიკას ვირუსის პრევენციისთვის

2016.02.29 ავტორი: TS

ფოთში, კოღოების შეწამვლა ივნისიდან დაიწყება. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, ზიკა ვირუსის გადამტანი კოღო დაფიქსირებულია დასავლეთ საქართველოში. ამდენად, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, კოღოების შეწამვლის დათბობისთანავე დაწყება აუცილებელია. 

სურსათის ეროვნულ სააგენტომ ტრანსმისიული დაავადების გადამტანი მწერების, მათ შორის, კოღოების წინააღმდეგ ქიმიური ღონისძიებები, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, გასულ წელს, მიზნობრივი პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის" ფარგლებში განახორციელა.

 

სააგენტოს ინფორმაციით, თერმული ნისლით და ბიოლოგიური პრეპარატით დაამუშვაა 612  ჰა (ფოთი, ურეკი, შეკვეთილი, ქობულეთი, ბათუმი) ფართობი. აგრეთვე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის  საფუძველზე სააგენტომ  ბიოლოგიური პრეპარატით დაამუშავა  წყალსატევები, დაჭაობებული ადგილები, სადაც მასიურად აღინიშნებოდა კოღოს მატლების გავრცელება, მათ შორის, ფოთში - 40 ჰა.

 

გასულ წელს, საქართველოში, პირველად გამოიყენეს ამერიკული წარმოების ბიოინსექტიციდი „ვეკტობაკი“, რომელიც სპეციალურად წყლის ზედაპირზე კოღოს მატლების გასანადგურებლადაა შექმნილი და ეფექტურია 20-30 დღის განმავლობაში.

 

როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, პრეპარატი რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის,  თევზებისა და ფუტკრებისათვის.

 

გასულ წელს, კოღოების შეწამვლა ფოთში ივნისიდან დაიწყო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოიყო.

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED