ფოთის პროკურორი გადადგა

2016.02.19 ავტორი: TS

არსებული ინფორმაციით, ფოთის პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე გადადგა. პროკურორის გადადგომას, რამდენიმე დღის წინ, მისი შვილის - ამირან გოგუაძის ქურდობაზე დაკავების ფაქტს უკავშირებენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ფოთის პროკურორის 21 წლის ამირან გოგუაძე, თბილისში, მანქანის ნაწილის ქურდობაზე დააკავეს. მომხდარზე სს საქმე 177-ე მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა, რომელიც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას ითვალისწინებს.

 

ამირან გოგუაძე გირაოს შეფარდების შემდეგ გაანთავისუფლეს.

 

თავად ალექსანდრე გოგუაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ის სატელეფონო ზარს არ პასუხობს. მთავარ პროკურატურაში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

 

შეგახსენებთ, რომ ფოთის პროურორზე, 14 იანვარს, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. გოგუაძის ავტომობილს ცეცხლასროლი იარაღიდან ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ის ავტომანქანით ფოთიდან გრიგოლეთში, საკუთარ სახლში მიდიოდა. ავტომანქანას ოთხი ტყვია მოხვდა, თავად პროკურორი არ დაშავებულა. საქმე დღემდე გაუხსნელია.

 

რამდენიმე დღის წინ, პროკურორის გარემოცვაზე დაყრდნობით პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორზე თავდასხმა სამსახურიდან გათავისუფლებულ სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსნებს უკავშირდება, თუმცა, მათი ძლიერი მფარველების გამო, საქმე არ იხსნება.

 

ალექსანდრე გოგუაძე, სხვადასხვა დროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურასა და პოლიციაში საქმიანობდა. 1999-2009 წლებში, ის ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. ფოთის რაიონულ პროკურორად 2012 წელს დაინიშნა, მანამდე კი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.

 

მსგავსი თემები: 

ფოთის პროკურორის მკვლელობის მცდელობის გაუხმაურებელი დეტალები

 

თავდასხმა ფოთის პროკურორზე


ფოთის პროკურორი ქონებრივ დეკლარაციაში ოჯახის წევრთა ბიზნესების არშეტანის თაობაზე



სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED