გათავისუფლებულმა ფოთის მერიას სასამართლო პროცესი მოუგო

2016.01.25 ავტორი: TS

ფოთის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლის, ნინო ჯაკონიას სარჩელი ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. მერიას თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და სრული განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. განაცდურის სახით ასანაზღაურებელი თანხა, ამ დროისათვის, დაახლოებით, 18 000 ლარს შეადგენს.

საჯარო მოხელეთა ატესტაციაგავლილ, საჯარო სამსახურში 15-წლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლის არასათანადო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლით ჩანაცვლება, სასამართლომ დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიიჩნია.

 

ნინო ჯაკონია ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში 2011 წლიდან მუშაობდა. ამავე სამსახურის განათლების განყოფილების უფროსად, წელიწადზე მეტი, 2014 წლის 1 ოქტომბრამდე იმუშავა. აღნიშნული შტატი მერს არ შეუმცირებია და გათავისუფლებულის ადგილზე მერიის ერთ-ერთი სამსახურიდან შემცირებული თანამშრომელი, პირადი შეხედულებისამებრ დანიშნა.

 

ნინო ჯაკონიას ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტები იცავენ.

 

ფოთის მერიას გადაწყვეტილების გასაჩივრების ორკვირიანი ვადა აქვს.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED