თავდასხმა ფოთის პროკურორზე

2016.01.14 ავტორი: TS

14 იანვარს, დაახლოებით 21 საათისთვის, ფოთის რაიონული პროკურორის, ალექსანდრე გოგუაძის ავტომობილს ცეცხლასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. პროკურორი ავტომანქანით ფოთიდან გრიგოლეთში, საკუთარი საცხოვრებელი სახლისკენ გადაადგილდებოდა. ავტომანქანას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი, თავად პროკურორი არ დაშავებულა. ბოროტმოქმედი მიიმალა.

გასროლა გურიის ქუჩაზე, ნინოშვილის უბნის სასაფლაოდან განხორციელდა. გასროლის ადგილიდან პოლიციის მიერ ამოღებილია მასრები. სროლის შედეგად, მძღოლის მხარეს ჩამსხვრეულია ავტომანქანის გვერდითი მინა. 

 

TSpress-თან საუბრისას, პროკურორი ვერ აკონკრეტებს, აქვს თუ არა კავშირი მომხდარს მის საქმიანობასთან. მისი განცხადებით, გამოძიებამდე სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს.

 

ალექსანდრე გოგუაძე, სხვადასხვა დროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურასა და პოლიციაში საქმიანობდა. 1999-2009 წლებში, ის ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. ფოთის რაიონულ პროკურორად 2012 წელს დაინიშნა, მანამდე კი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED