ევროკავშირის ესეების კონკურსში გამარჯვებულთა შორის 3 ფოთელი მოსწავლეა

2014.10.30 ავტორი: TS

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, ევროკავშირის ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. 9 გამარჯვებულიდან 3 ფოთის #5 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

ევროკავშირის კულტურის კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის (ასაკი 14-18) ჩატარდა ესეების კონკურსი, მონაწილეებს ესეები უნდა დაეწერათ სამი შეთავაზებული წიგნიდან ერთ-ერთზე : ანა ფრანკის დღიური, უილიამ გოლდინგის ,,ბუზთა ბატონი“, მიხეილ ჯავახიშვილის ,,თეთრი საყელო“ .

 

ნამუშევრები შეაფასეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: წერის ზოგადი კულტურა, ტექსტის ორგანიზება, გადმოცემული აზრის სისხარტე და ორიგინალურობა, ძირითადი იდეების გამოკვეთა და მათი თანამედროვეობის კონტექსტში დანახვა.

 

ესეები შეფასდა პროფესიონალი ჟიურის მიერ, რომლის წევრებიც იყვნენ: დავით გაბუნია, დიანა ანფიმიადი და ანა ჭაბაშვილი. 

 

საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლიდან სულ შესული 71 ნამუშევრიდან გამოვლინდა 9 გამარჯვებული სამ საპრიზო კატეგორიაში.


გამარჯვებულების პირველ სამეულში, რომელსაც პრიზად გადაეცემა ელექტრონული წამკითხველი Amazon Kindle მოხვდნენ:


1. თამთა მახათაძე - შორაპნის საჯარო სკოლა
2. ლილი ჩხარტიშვილი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლა
3. სოფიო მენთეშაშვილი - დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლა, მე-12-ე კლასი


მეორე სამეულის გამარჯვებულებს პრიზად გადაეცემათ წიგნის მაღაზია „დიოგენე“-ს 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები:


1. თამაზ სილოგავა - ფოთის # 5 საჯარო სკოლა
2. სალომე კვატიძე - ფოთის # 5 საჯარო სკოლა
3. მარიამ ფირცხალაიშვილი - ბათუმის 1 საჯარო სკოლა


მესამე სამეულის გამარჯვებულებს გადაეცემა წიგნის მაღაზია „დიოგენე“-ს 50-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები:


1. მარი მღებრიშვილი - თბილისის #94 საჯარო სკოლა
2. დაჩი კიზირია - ფოთის # 5 საჯარო სკოლა
3. ნიკა გელოვანი - თბილისის სკოლა-ლიცეუმი

 

ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი დაეკონტაქტება გამარჯვებული სკოლების დირექტორებს და ადგილზე გამართავს დაჯილდოების ცერემონიებს 2014 წლის 15 ნოემბრამდე.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED