"ძალადობის ინტერიერი" ფოთში

2014.07.28 ავტორი: თაკო თავბერიძე

დღეს ქ. ფოთში , ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Woman) მიერ, ინტერაქტიული გამოფენა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე გაიმართა. გამოფენაზე, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებმა ქალთა მიმართ ძალადობის თემებზე ქართველი ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ფოტოგრაფების მიერ შექმნილ სტატიები, პოსტები და ფოტოები სცენებად დადგეს. ასევე ნაჩვენები იყო ფილმი ოჯახურ ძალადობაზე.

ღონისძისძიებას ადგილობრივი, ასევე რეგიონებიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. თეატრის შესასვლელში მაისურებს და წინსაფრებს არიგებდნენ.

 

ნამუშევრების ავტორები ჟურნალისტები და ბლოგერები არიან, რომლებიც ქალთა უფლებების საკითხზე აქტიურად მუშაობენ. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ მსახიობები: ეკა ნიჟარაძე, ონისე ონიანი, ქეთი კანტიძე, ვარლამ კორშია, ზურა ბერიკაშვილი, ანა სანაია და სხვ.

 

ინტერაქტიული გამოფენის - "ძალადობის ინტერიერის" რეჟისორი ნინო მაღლაკელიძეა, დრამატურგი - დათო ტურაშვილი, კომპოზიტორი - ეკა მაჭავარიანი, ინსტალაციის ავტორები კი სოფო გასვიანი და დავით დოლიძე.

 

"წარმოდგენილი ნამუშევრებით და თეატრალური დადგმებით რეალური ისტორიებია გაცოცხლებული, რადგან ასე უფრო თვალსაჩინოა საზოგადოებისთვის ის პრობლემები, რომელთა აღმოფხვრაში თავად უნდა მიიღოს მონაწილეობა.

 

ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში არ ხდება ასეთი ინციდენტები, მაგრამ ძალიან ხშირია ძალადობა. კვირა, თვე ისე არ გავა თუნდაც ტელევიზიით არ გავიგოთ ასეთი პრობლემების შესახებ. ამ აქციის დანიშნულებაც ის არის, რომ საზოგადოებამ ხმა ამოიღოს და თითოეულმა მცხოვრებმა თავისი თავი დაინახოს"- განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მენეჯერმა, ირინა ჯაფარიძემ. 

 

ღონისძიება - "ძალადობის ინტერიერი" პირველად თბილისში, მარტის თვეში, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა. მეორე ფოთში, ხოლო შემდეგი ღონისძიება დაგეგმილია კახეთში. 

 

ღონისძიება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ტარდება, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით ხორციელდება.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED