შსს - მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები

2014.07.24 ავტორი: TS

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა ოჯახური ძალადობის 2007-2014 წწ. სტატისტიკა გამოაქვეყნა.

 

შსს-ს ინფორმაციით, სულ 2007-2014 წლების (იანვარ-ივნისი) პერიოდში, 1102 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა, მათში მონაწილე 2223 პირით.


მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები - 1014, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს 82-ს. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი.


ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (36%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (55%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის - 9%.


2013-2014 წწ. (6 თვეში) ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დევნა დაიწყო სსკ 11 პრიმა და 126 პრიმა მუხლებით 310 პირის მიმართ, აქედან 289 -მამაკაცი და 21 - ქალი.


დაზარალებულად ცნობილია 468 პირი, აქედან მამაკაცი - 96, ქალი - 372.

 

ძალადობის ფაქტების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა თბილისი (692 ფაქტი), მეორე ადგილზე – ქვემო ქართლი (145), ბოლო ადგილზეა - გურია (9 ფაქტი). 10 000 მოსახლეზე ძალადობის ფაქტების ხვედრითი წილის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება თბილისში (5,8 შემთხვევა), ხოლო ყველაზე დაბალი კახეთში (0,4).

 

 

http://police.ge/

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED