შსს ფოთის საკრებულოს წევრის მიერ მოქალაქის დაჭრის ფაქტს ადასტურებს

2014.07.06 ავტორი: TS

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი TSpress-თან ფოთის საკრებულოს წევრის, თამაზ სოსელიას მიერ მოქალაქის დაჭრის ფაქტს ადასტურებს. მისი განმარტებით, სოსელია დაკავებულია და გამოძიება სს კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თამაზ სოსელიამ, ფოთის ერთ-ერთ რესტორანში შელაპარაკებისას, საკუთარ თანაპარტიელი და მეზობელი გენადი ბელქანია დანით დაჭრა.

 

დაჭრილი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ნინო გიორგობიანის განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმე არ არის. 

 

ფოთის საკრებულოში თამაზ სოსელია "ქართული ოცნების" სიით მეორე ნომრად შევიდა. ის ამჟამად ფოთში "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი იყო. სოსელია წინა წლებში, "კონსერავტორების" ფოთის ორგანიზაციას, ხოლო უფრო ადრე "თავისუფალ საქართველოს" ფოთის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED