თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისათვის 5,7 მლნ ლარი დაიხარჯება

2014.06.26 ავტორი: TS

საქართველოს 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გამართვის მიზნით, 5 756 000 ლარი დაიხარჯება.

 

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდანთანხის გამოყოფის შესახებ“ მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა.

 

მთავრობის განკარგულებით, არჩევნების მეორე ტურის გამართვის დაფინანსების მიზნით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონ ლარს მიიღებს. 2 537 000 ათასი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გააჩნია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

 

რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის საკომპენსაციო რესურსს, რომელიც საარჩევნო სუბიექტებმა კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მიიღონ, წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული თანხის მოცულობა ჯამურად 1 660 000 ლარს შეადგენს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შესაბამის დაფინანსებას თანხის მოცულობის დაზუსტების შემდეგ გამოყოფს. 

 

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED