რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით ზუგდიდში ირაკლი გოგოხია ლიდერობს

2014.06.15 ავტორი: TS

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, ზუგდიდში, "ქართული ოცნების" კანდიდატი ირაკლი გოგოხია ლიდერობს 59,9%-ით, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა თეიმურაზ ბასილაიამ ხმების 29,7% დააგროვა.

"რუსთავი 2"-მა ეგზიტპოლის შედეგები 18:00 საათისთვის დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით წარადგინა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩატარებული ეგზიტპოლის სრულყოფილი შედეგები ცნობილი 22:00 საათისთვის გახდება. 

 


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, 7 თვითმმართველ ქალაქში ეგზიტპოლები ორგანიზაცია GFK ჩაატარა. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED