დევნილს ძველი ბარათით ხმის მიცემის უფლებას არ აძლევდნენ

2014.06.15 ავტორი: TS

ფოთის #33 საარჩევნო უბანში, ერთ–ერთი დევნილი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ძველი დევნილის მოწმობით გამოცხადდა, რის გამოც საუბნო კომისია მას არ აძლევდა ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ დამკვირვებელმა დააფიქსირა.

პრობლემის მოგვარება საოლქო კომისიის ჩარევის შემდეგაც ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, ცესკო-ს მიერ გაიცა ინსტრუქცია, რითაც დადასტურდა დევნილის ძველი ბარათების გამოყენების მართებულობა. შედეგად, ამომრჩეველმა შეძლო აქტიური საარჩევნო ხმის უფლების რეალიზაცია.

 

დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები იღებენ ახალ დევნილის მოწმობებს, რომლის ფორმა დამტკიცდა დევნილთა მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ფორმის დამტკიცებით არ გაუქმებულა დევნილებზე მანამდე გაცემული დევნილის ინდივიდუალური მოწმობები და მათი გამოყენებით ხმის მიცემა შესაძლებელია.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED