საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ფოთში ამომრჩეველთა აქტივობა 10%-ით შემცირებულია

2014.06.15 ავტორი: TS

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ფოთში, ამომრჩეველთა აქტივობა თითქმის 10%-ით შემცირებულია და თითქმის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაფიქსირებული აქტოვობის ტოლია.

ფოთის საოლქო კომისიის ინფორმაციით, გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, 12 საათისათვის, ამომრჩეველთა 27.09 %-მა მისცა ხმა, ხოლო დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ამავე დროისათვის, 17,65%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

 

დღევანდელი აქტივობა, თითქმის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამავე დროისათვის მოსული ამორჩევლის რაოდენობას (16.89%) უტოლდება.

 

წლევანდელ არჩევნებზე სულ 40 656 ამორჩეველია რეგისტრირებული, ხოლო გასულ საპრეზიდენტო არჩევნებში 41 674 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

 

ამავე თემაზე:

 

ფოთში 12 საათისთვის ამომრჩეველთა 17,65 %-იანი აქტივობა დაფიქსირდა

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED